
ვენების ვარიკოზული დაავადება არის კანქვეშა ზედაპირული ვენების გაგანიერება. დაავადება შეიძლება განვითარდეს სხეულის ნებისმიერ წერტილში, თუმცა ყველაზე გავრცელებულია ქვედა კიდურებში. თუ დიდხანს გიწევთ სიარული ან ფეხზე დგომა, ეს ზრდის წნევას ვენებში, ამიტომ არის ქვედა კიდურები ვარიკოზული ვენების მიმართ უფრო მგრძნობიარე.
ვარიკოზული ვენები ძალიან მტკივნეულია, გიქმნით დისკომფორტს, გიკარგავთ ცხოვრების ხალისს და, გარდა ამისა, ესთეტიკურადაც საკმაოდ უსიამოვნო პრობლემაა.
მოცემული პრობლემის წინაშე ბევრი ადამიანი დგას, განსაკუთრებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლები.
შემოგთავაზებთ ვარიკოზული ვენების გამომწვევ 6 ძირითად მიზეზს:
1. ხანგრძლივი ჯდომა
ხანგრძლივი ჯდომა იწვევს სისხლის მოძრაობის მკვეთრ დაქვეითებას ან სისხლძარღვებში შეჩერებას, რასაც შედეგად მოჰყვება ვარიკოზული ვენები.
2. ორსულობა
ორსული ქალის ორგანიზმში სისხლის რაოდენობა მატულობს, ხოლო ფეხებიდან მენჯისკენ მიმავალი სისხლის რაოდენობა მცირდება, რაც იწვევს ვარიკოზულ ვენებს.
3. ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა
ვარიკოზული ვენების კიდევ ერთი მიზეზია ფიზიკური აქტივობების ნაკლებობა. სწორედ ამიტომ, რეგულარულად უნდა ივარჯიშოთ. ამ გზით შეძლებთ სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას და სხეულის გაძლიერებას.
4. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება
მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება ზღუდავს და აფერხებს სისხლის სწორ მიმოქცევას.
5. ფეხების გადაკვეთა
ეს ჩვევა ცვლის ორგანიზმში სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობს ვენების ვარიკოზული დაავადების განვითარებას.
6. ნატრიუმი
მარილიანი პროდუქტების მიღება ხელს უწყობს სითხის შეკავებას. ეს იწვევს წნევის მომატებას და შეიძლება გამოიწვიოს ვენების გაფართოება.
და თუ შეძლებთ ცხოვრების წესის შეცვლას, ანუ ივარჯიშებთ, ზომიერად ისეირნებთ ფეხით, უარს იტყვით თქვენი ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევებზე, თავს დააღწევთ ამ უსიამოვნო პრობლემას.
გისურვებთ ჯანმრთელობას!