ვარჯიშის დროს მთავარია მათი შესრულება სისტემატიურად, რათა სასურველი შედეგი მიიღოთ. თუმცა, ეს ბევრისთვის ძნელი საკითხია მაშინ, როდესაც ვარჯიშების შესრულებას დიდი დრო სჭირდება. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ ძალიან ეფექტურ მეთოდებს, რომლების შესრულებაც დაძინებამდე 3 წუთით ადრე შეგიძლიათ დაიწყოთ:
როგორ უნდა დავიწვრილოთ ფეხები:
სავარჯიშო ადგილი: ლოგინი
ვარჯიშის ხანგრძლივობა: 3 წუთი
როდის უნდა ვივარჯიშოთ: დაძინების წინ ან გაღვიძების შემდეგ
სიხშირე: ყოველდღიურად
1. ბარძაყების წინა ნაწილის გამოკვეთა
დაწექით ზურგზე და დაიწყეთ ხელები სხეულის გვერდით. აწიეთ ფეხები 90 გრადუსიანი კუთხის მისაღებათ და არ მოხაროთ მუხლები. აწიეთ თითები მაღლა, მოხარეთ მუხლები სათითაოდ და დააბრუნეთ ფეხები საწყის პოზიციაში. შეატყუპეთ მუხლები და შეინარჩუნეთ ფეხის კუნთებში დაძაბულობა.
გაიმეორეთ ეს ვარჯიში ათჯერ, ორივე ფეხით
2. ბარძაყების უკანა ნაწილის გამოკვეთა
ეს ვარჯიში ორ ნაწილს მოიცავს. პირველ ნაწილში უნდა დაწვეთ ზურგზე, აწიოთ ფეხები და გაქაჩოთ მათი თითები სხეულისკენ. შეატყუპეთ მუხლები და მოხარეთ ისინი რიგრიგობით. თქვენი ქუსლები საჯდომს უნდა მიწვდეს. გაიმეორეთ ორივე ფეხით ათჯერ.
მეორე ნაწილის შესასრულებლად დაწექით ასევე ზურგზე და აწიეთ ფეხები მუხლების ოდნავ მოხრასთან ერთად. გააქნიეთ ფეხები წინ და უკან ისე, რომ აწიოთ საჯდომი ჰაერში და შეინარჩუნოთ ფეხის კუნთებში დაძაბულობა. გაიმეორეთ ეს მოქმედება ოცჯერ.
3. ბარძაყების შიდა მხარეების გამოკვეთა
დაწექით ზურგზე და აწიეთ ფეხები მაღლა, შემდეგ გადააჯვარედინეთ მარცხენა ფეხი მარჯვენა ფეხის ზემოდან. დაჭიმეთ ორივე ფეხი და მიატყუპეთ ერთმანეთზე. გადაწიეთ მუხლები გვერდებზე საპირისპირო მიმართულებით და შემდეგ დაუბრუნდით საწყის პოზიციას. გაიმეორეთ ათჯერ ასეთ პოზიციაში და შემდეგ კიდევ ათჯერ მარჯვენა ფეხის მარცხენა ფეხზე გადადებით.