როგორ მოვამზადოთ უნაზესი და უგემრიელესი შოკოლადი საკუთარი ხელით, მარტივი რეცეპტის მიხედვით

მოამზადეთ უგემრიელესი შოკოლადი, დაამატეთ თქვენთვის სასურველი არომატი და გემრიელად მიირთვით!

ხელნაკეთი შოკოლადი 10 წუთში მზად გექნებათ. დრო სჭირდება გაციებას.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • კაკაო 100 გრ
  • ნაღები და ცხიმიანი რძე 50 მლ
  • შაქრის ფხვნილი 2 ს. კ.
  • კარაქი 50 გრ
  • გემოვნების მიხედვით დაამატეთ ვანილი, დარიჩინი, ნიგოზი, გარგრის ჩირი, ქიშმიში

მომზადების წესები:

  1. ნაღები ან რძე აადუღეთ. დაამატეთ შაქარი, ვანილი, კარაქი და დარიჩინი.
  2. კაკაო ჩაყარეთ თასში, დაასხით რძიანი მასის მცირე ნაწილი და კარგად აურიეთ.
  3. ურევთ განუწყვეტლივ, თან ამატებთ ცოტა-ცოტა რძიან მასას. შემდეგ ცოტა ხნით დადგით ორთქლის აბაზანაზე ან დაბალ ცეცხლზე და შეურიეთ დაჭრილი ნიგოზი ან თხილი, ქიშმიში ან გარგრის ჩირი.
  4. მომზადებული შოკოლადი გაანაწილეთ ყინულის კუბების ფორმაში, გააგრილეთ და შედეთ მაცივარში.
  5. შეგიძლიათ დაჭრილი თხილის ან ნიგვზის ნაცვლად, ფორმაში განაწილების შემდეგ ჩაუდოთ თითო-თითო თხილი ან ნუში, ან  ნიგვზის მეოთხედი ლებანი.
  6. შეგიძლიათ მოამზადოთ მარტო ვანილის შოკოლადი ან დარიჩინის. უგემრიელესია ცოტა კონიაკს ან ყავის, ან ლიმონისა და ფორთოხლის კანისგან დამზადებულ ლიქიორს თუ დაამატებთ.

გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!