ცხოვრება სურპრიზებითაა სავსე და ჩვენ მათთვის მუდმივად მზად უნდა ვიყოთ. თითოეულ ჩვენგანს ჰქონია მსგავსი სიტუაცია, როცა მოულოდნელად გვეწვია დედა ან მეგობარმა შემოგვირბინა სახლში. როგორც სტუმართმოყვარე მასპინძელი, ვალდებული ხართ, სტუმარს რამე გემრიელით გაუმასპინძლდეთ. დესერტს კი მოუხდება ჰაეროვანი ბისკვიტი მურაბით. იგი სწრაფად მზადდება და შესანიშნავი გემოც აქვს.
კვერცხის ბისკვიტი აუცილებლად გამოგივათ. იგი შესანიშნავად იხვევა და არ ტყდება. კვერცხი ბისკვიტს ლამაზ ოქროსფერს აძლევს. გულსართად შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბის ან ჯემის გამოყენება. სურვილისამებრ, შეგიძლიათ უფრო რთული კრემის მომზადებაც – ასე რულეტი მხოლოდ გაგემრიელდება. მზად ხართ?
ინგრედიენტები:
- 5 ც კვერცხი
- 1 მწიკი მარილი
- 120 გ შაქარი
- 90 გ ხორბლის ფქვილი
- 2 გ გამაფხვიერებელი
- 50 მლ ზეთი
- 50 მლ რძე
- გარგრის ჯემი გემოვნებით
მომზადება
1. დაყავით კვერცხის გულები და ცილები, გულებს დაუმატეთ მარილი და ათქვიფეთ ფუმფულა ქაფის მიღებამდე. დაუმატეთ 50 გ შაქარი და გააგრძელეთ თქვეფა. მასა მოცულობაში უნდა გაორმაგდეს.
2. ღრმა თასში ათქვიფეთ ცილები 1 წუთის განმავლობაში. დაყავით დარჩენილი შაქარი სამ ნაწილად და თანდათან დაუმატეთ ცილის მასას, გააგრძელეთ თქვეფა მყარი ქაფის მიღებამდე.
3. დაუმატეთ კვერცხის გულები. ფრთხილად მოურიეთ მასას სილიკონის ნიჩბით, საათის ისრის მიმართულებით. დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და გამაფხვიერებელი.
4. შეურიეთ რძე და ზეთი. დაუმატეთ მასას რამდენიმე კოვზი კვერცხის ცომი, მოურიეთ და ჩაასხით დარჩენილ ცომში, მოურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
5. დაასხით ცომი საცხობ ლანგარზე (წინასწარ დააფინეთ პერგამენტი). თანაბრად გადაანაწილეთ დააცხვეთ 30 წუთით, 170 გრადუსზე.
6. ჯერ კიდევ ცხელი ბისკვიტი გადმოდეთ სუფთა პერგამენტის ქაღალდზე და მოხსენით ის, რომელზეც გამოცხვა. ზედაპირზე რამდენიმე ზედაპირული ჭრილი გააკეთეთ, წაუსვით კრემი და გაახვიეთ რულეტად. გაგრილების შემდეგ, შედგით მაცივარში 1 საათით.
ნაზი ბისკვიტი შეგიძლიათ ტორტის ან სხვა დესერტის მოსამზადებლად გამოიყენოთ. იგი შესანიშნავად ინარჩუნებს ფორმას, არ იჭმუჭნება, გაჭრისას კი ულამაზესია. მურაბიანი რულეტი შესაფერისია როგორც ყოველდღიური, ისე სადღესასწაულო სუფრისთვისაც. მასთან ერთად, ჩაის სმა ყოველთვის სასიამოვნო იქნება.