6 სიმპტომი, რომელიც განიშნებთ რომ ღვიძლი თქვენი ცხოვრების წესს ვეღარ უძლებს

ღვიძლი ერთ-ერთი მთავარი ორგანოა, რომელიც ჩვენი სხეულის დეტოქსიკაციას ახდენს და ამიტომ იგი ყოველდღიურად დიდ სამუშაოს ასრულებს. თუ ზედმეტად დასტრესილი ღვიძლი ტოქსინებისგან სხეულს ვეღარ ათავისუფლებს, ისინი თქვენ ცხიმოვან ქსოვილებში გროვდება და იმ პერიოდს ელოდება, როდესაც ღვიძლი ნორმალურად გააგრძელებს მუშაობას. ამ პროცესის თავიდან ასაცილებლად ყურადღება უნდა მიაქციოთ იმ სიმპტომებს, რომელიც ღვიძლის პრობლემებზე მიგანიშნებთ:

დაბნეულობა

თუ ღვიძლი გადატვირთულია, იგი თქვენ სისხლს წესიერად ვეღარ გაფილტრავს, რის გამოც ტოქსინებმა შესაძლოა თქვენ ტვინამდე მიაღწიონ. ასეთ დროს შეამჩნევთ დაბნეულობის, მეხსიერების პრობლემების და გადაწყვეტილების მიღების სირთულის მსგავს სიმპტომებს.

შაქრის დაბალი დონე

ღვიძლი შაქრის ნორმალური დონის შენარჩუნებაზე აგებს პასუხს. მისი დასტრესვის შემთხვევაში შესაძლოა შეამჩნიოთ სისხლში შაქრის დონის სწრაფი დავარდნა. ეს იწვევს დაღლილობას, გაღიზიანებას და კონცენტრირების პრობლემებს.

ჰორმონალური დისბალანსი

ღვიძლი ასევე ჩვენი ჰორმონების რეგულირებასაც ახდენს. მისი გადატვირთვა შეიძლება გახდენს ესტროგენის და ტესტოსტერონის დონის დისბალანსის მიზეზი, რამაც ისეთი სერიოზული პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს, როგორიცაა შემცირებული ლიბიდო და მენსტრუალური პრობლემები.

ხასიათის ცვლილებები

თქვენი ხასიათი და მეხსიერება ტვინზეა დამოკიდებული. თუ ღვიძლის გადატვირთვის გამო ტვინში ტოქსინები მოხვდება, თქვენ შეიძლება ამ ორი კომპონენტის გაუარესება შეამჩნიოთ. ამ პრობლემასთან აკავშირებენ ასევე შფოთვასა და დეპრესიასაც, რის გამოც მსგავსი სიმპტომების შემჩნევის შემთხვევაში სასწრაფოთ ექიმს უნდა მიმართოთ ღვიძლის შესამოწმებლად.

იმუნური დაავადებები

ღვიძლი იმუნური სისტემის სიძლიერის შენარჩუნებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. რაც უფრო ძლიერია ღვიძლი, მით უფრო უკეთ ებრძვის იმუნური სისტემა ვირუსებს და ბაქტერიებს. ამიტომ თუ გაციება და სხვა ვირუსული დაავადებები ხშირად გაწუხებთ, მაშინ ეს ღვიძლის გადატვირთვაზე შეიძლება მიგანიშნებდეთ.

ძილის აპნეა

ეს დროებით შეწყვეტილი ან 10 წამზე უფრო დიდი ხნით შეფერხებული სუნთქვის გამომწვევი სინდრომია. ძილის აპნეას ერთ-ერთი ცნობილი სიმპტომი ხვრინვაცაა. თუ ასეთ ნიშნებს შეამჩნევთ, მაშინ სჯობს მაშინვე შეამოწმოთ თქვენი ღვიძლის ჯანმრთელობა.

ღვიძლის გასაჯანსაღებლად სჯობს შეამციროთ ფრუქტოზის მიღება დღეში 20 გრამამდე. ასევე უარი თქვით ანთების გამომწვევ მცენარეულ ზეთებზე და მოერიდეთ გაზიანი სასმელების სმას. თქვენი დიეტა უნდა გაამდიდროთ უფრო მეტი ცხოველის ხორცით და მცენარეული საჭმელებით, რაც საკმარისი ამინომჟავების მიღებაში დაგეხმარებათ. ასევე სჯობს მთლიანად შეწყვიტოთ ალკოჰოლის მიღება.