საოცრად ეფექტური ბოსტნეულია წიწმატი, რომელიც დიდი რაოდენობით რკინასა და C ვიტამინს შეიცავს. წიწმატი ყველაზე ჯანმრთელი ბოსტნეულია პლანეტაზე. იგი ბევრად უფრო დიდი რაოდენობით რკინას შეიცავს, ვიდრე ისპანახი, ხოლო ბევრად უფრო მეტ C ვიტამინს – ვიდრე ლიმონი ან ფორთოხალი.
წიწმატს უამრავი სარგებელის მოტანა შეუძლია თქვენი ჯანმრთელობისთვის. ეს საოცარი ბოსტნეული უძლიერესი ანტიოქსიდანტია, წმენდს სისხლს, ორგანიზმში იწვევს უჯრედების რეგენერაციას, გამოდევნის ტოქსინებსა და წიდებს.
ბევრი დიეტოლოგი იძლევა რეკომენდაციას, რომ მიიღოთ წყლით განზავებული წიწმატის წვენი. წვენი მოამზადეთ შემდეგი პროპორციის მიხედვით: აიღეთ 1 წილი წიწმატის წვენი და 5 წილი წყალი, მოამზადეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და მიიღეთ დღეგამოშვებით.
წიწმატის წვენი სასწაულებს ახდენს არა მხოლოდ შინაგანი, არამედ გარეგანი გამოყენებისას. ამ საოცარი წვენის ადგილობრივად გამოყენება კანის მრავალ პრობლემას მოგიგვარებთ, რომელთა შორის არის კანის დეფექტები და ასაკობრივი ლაქები, აგრეთვე შეგიჩერებთ თმის ცვენას.
მკურნალობა საოცრად მარტივია. უბრალოდ დაზიანებულ ადგილზე გაიკეთეთ წიწმატის წვენის საფენი. მზეზე მიღებული ლაქების მოსაშორებლად, გაიკეთეთ წიწმატის დაჭრილი ფოთლების საფენი.
წიწმატის ექსტრაქტი აფერხებს ძუძუს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებათა განვითარებას.
წიწმატის წვენს ძალიან დიდი სარგბლობა მოაქვს მწეველებისთვის, რადგან ანეიტრალებს მოწევის მავნე შედეგებს.
ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა წიწმატის ფოთლების სალათი. წიწმატის ფოთლები კარგად გარეცხეთ, მოაყარეთ მარილი, მოასხით ცოტა ძმარი და გააჩერეთ 1 საათი. დაამატეთ დაჭრილი ნიორი, ზეითუნის ზეთი და შავი პიმპილი გემოვნებით. სალათი სადილამდე რამდენიმე საათი ადრე მოამზადეთ. გემრიელიც არის და ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა.
გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ უძლიერესი სამკურნალო საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.