ზოგჯერ ჩვენი სახე სასურველზე მეტ ინფორმაციას ამხელს ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. ეს ზოგჯერ სასარგებლოცაა, რადგან სწორედ ასეთ ნიშნებს შეუძლიათ დაგეხმარონ თქვენი ორგანიზმის პრობლემების ნაადრევად აღმოჩენაში და სერიოზული დაავადებების პრევენციაში:
11. შავი ზოლები თვალების ქვეშ
ამ სიმპტომს ძილის ნაკლებობა, მოწევა, ჰორმონალური ცვილებები, ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება და მარილიანი საჭმელების მირთმევა იწვევს.
10. წითელი ცხვირი
ამ ეფექტს ცხვირში არსებული ვენების გაფართოება იწვევს. ამ პროცესის მიზეზი შეიძლება გახდეს ტემპერატურის ცვლილება, ალერგია, ემოციური სტრესი ან გაციება. ეს პრობლემები ასეთ ეფექტს დროებით იწვევენ, მაგრამ თუკი ცხვირის სიწითლე ქრონიკულ სიმპტომად გექცევათ, მაშინ შესაძლოა ეს ვენების პრობლემების მანიშნებელი იყოს, რის დროსაც აუცილებელია მიმართოთ ექიმს.
9. მოყვითალო სახე და თვალები
ასეთ ეფექტს ორგანიზმში ზედმეტად ბევრი ნარჩენების დაგროვება იწვევს. ეს ღვიძლის ცუდად მუშაობას უკავშირდება და მოზარდებში ამას ალკოჰოლის გადაჭარბებული მიღება, ხოლო ბავშვებში ღვიძლის სისუსტე იწვევს. ასეთი სიმპტომის შემჩნევისას უნდა მოინახულოთ ექიმი ისეთი პრობლემების გამოსარიცხად, როგორიცაა ჰეპატიტი, მონონუკლეოზი და სხვა მსგავსი ტიპის ინფექციები.
8. ხალების მოულოდნელი გაჩენა
მსგავსი ნიშნების გაჩენა საგანგაშო მოვლენა არ გახლავთ, თუმცა დააკვირდით იცვლება თუ არა ხალების კიდეები, მათი ფერი ან დიამეტრი. თუ რომელიმე ნიშანს შეამჩნევთ, მაშინვე უნდა მიმართოთ ექიმს და მოერიდოთ მზეზე დიდი ხნით გაჩერებას.
7. პეპლის წითელი ეფექტი
სახის სიწითლე და კანის გაღიზიანება შეიძლება გამოიწვიოს არასწორი კოსმეტიკური პროდუქტების ხმარებამ, ალერგიებმა, კლიმატის ცვლილებებმა და ზედმეტად ბევრი ტკბილეულის ჭამამ. თუმცა, თუკი სიწითლე ორივე ლოყას დაფარავს და გარკვევით მოგაგონებთ პეპელას თავისი ფორმით, მაშინ ეს ლუპუსის სიმპტომი შეიძლება იყოს.
6. ცხვირის და პირის ირგვლივ კანის აქერცვლა
მსგავსი სიმპტომები A, C, E და B ვიტამინების ნაკლებობას ახასიათებს. თუ მას თან ახლავს სისუსტე, კონცენტრაციის და ყურადღების პრობლემები და თმისცვენა, მაშინ აუცილებლად უნდა დაამატოთ მენიუში ამ საჭირო ვიტამინების შემცველი პროდუქტები.
5. წყლულები ცხვირის და პირის მიდამოებში
ასეთ პრობლემას როგორც წესი პირველი ტიპის ჰერპესის ვირუსი იწვევს. ამ ვირუსის მიღების შემდეგ იგი თქვენთან სამუდამოდ დარჩება და იმუნური სისტემის დასუსტების ან სტრესის და გადაღლილობის დროს ასეთი სიმპტომებით გამოიჩენს თავს. ისინი თვითონვე გაქრება.
4. დაბზარული ტუჩები
ასეთი ნიშნები ალერგიის ან მედიკამენტების გვერდითი მოვლენა შეიძლება იყოს, მზეზე დიდი ხნით ყოფნასთან ერთად. ასეთ დროს არ უნდა გაილოკოთ ტუჩები და მათი დატენიანება სპეციალური ტუჩის საცხებით უნდა მოახდინოთ.
3. სახეზე თმის მოჭარბება
ქალების სახეზე თმის მოჭარბებული რაოდენობით ამოსვლა საკვერცხეების ფუნქციონირების პრობლემებზე შეიძლება მიუთითებდეს, რამაც დაორსულობის პრობლემებიც შეიძლეგა გამოიწვიოს. ასეთ დროს გინეკოლოგს უნდა ესტუმროთ და მოერიდოთ შაქრიანი პროდუქტების ჭამას.
2. სახის ჰიპერპიგმენტაცია
თუ ლოყებზე და ცხვირის ხიდზე მუქი სიმეტრიული წერტილები გაგიჩნდათ, ეს ჰიპერპიგმენტაციის ერთ-ერთი ნიშანია. ამ ნიშნების ზრდის სტიმულირებას მზეზე დიდი ხნით ყოფნა იწვევს. ასეთი პრობლემა როგორც წესი თავისით ქრება, თუმცა მის სამკურნალოდ შეგიძლიათ კანის გამათეთრებელი კოსმეტიკური საშუალებები იხმაროთ.
1. წამწამების და წარბების შეთხელება
ეს პრობლემა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებმა შეიძლება გამოიწვიოს. მისი არაეფექტური მუშაობის სხვა სიმპტომები მოიცავს კანის სიმშრალეს და წონის აუხსნელ მატებას. ასეთ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.