ამჯერად, იტალიურ სამზარეულოს გადავავლოთ თვალი და მოვამზადოთ ლობიოს, სოკოსა და რეჰანის არომატით გაჯერებული უგემრიელესი წვნიანი.
კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მაკარონი ნახევარი ჩ. ჭ.
- ლობიო 1 ჩ. ჭ.
- ქამა სოკო 6-8 ცალი
- რეჰანი ნახევარი კონა
- ნიორი 3-4 კბილი
- ზეითუნის ზეთი 1 ს. კ.
- მარილი, პილპილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- პირველ რიგში, გარჩეულ, გარეცხილ ლობიოს დაასხით წყალი და ჩაალბეთ მთელი ღამით. დილით წყალი გამოუცვალეთ და მოხარშეთ.
- აიღეთ ცალკე ქვაბი, ჩაასხით 3 ჩ. ჭ. წყალი, აადუღეთ, ჩაყარეთ მაკარონი და მოურიეთ. ცოტა ხნის შემდეგ დაამატეთ მოხარშული ლობიო (ლობიოს მეოთხედი შეინახეთ), შეაზავეთ მარილით და დადგით დაბალ ცეცხლზე.
- როდესაც ადუღდება დაამატეთ დაჭრილი სოკო, შეაზავეთ რეჰანითა და დაქუცმაცებული ნივრით.
- ლობიოს მოტოვებულ მასას დაასხით ზეთი, ჩაჭყლიტეთ, შეურიეთ წვნიანს და ადუღეთ კიდევ 2-3 წუთი.
გემრიელად მიირთვით!