ზოგჯერ ისეთი რაღაცეები, რაც ძალიან გვიყვარს, შეიძლება საზიანო იყოს ჩვენთვის. მათ მიერ გამოწვეული პრობლემები სახლიდან გასვლაში გიშლიან ხელს და უფრო უარეს შემთხვევაში ავადაც კი გხდიან. ამ უსიამოვნო ეფექტისგან თავის დასაცავად სჯობს ზუსტად იცოდეთ ის, თუ რომელი პროდუქტებია ტოქსიკური თქვენი კანისთვის:
1. ალკოჰოლი
ალკოჰოლი ჰორმონალურ პროცესებს აფერხებს, რაც აკნეს გაჩენას იწვევს. იგი ასევე ასუსტებს იმუნურ სისტებას, რადგან ანაცვლებს კუჭში არსებულ მნიშვნელოვან ბაქტერიებს. თანაც, ალკოჰოლი კანის გამოშრობას და შეშუპებასაც იწვევს.
2. ბრინჯის ნამცხვრები
ბრინჯის ნამცხვრები კანის დანაოჭებას იწვევს და ტვინის ფუნქციებზეც კი ახდენს გავლენას. ისინი თითქმის საერთოდ არ შეიცავს სასარგებლო ნუტრიენტებს და ასევე იწვევს აკნეს გაჩენას მოლეკულების დაზიანებით.
3. სუში
სუში დიდი ოდენობით მარილს შეიცავს, რაც ერთ-ერთი უდიდესი მტერია ჩვენი ჯანმრთელობის, რადგან იწვევს კანის გამოშრობას და გაუხეშებას. იგი ასევე სითხეების შეკავებას იწვევს ორგანიზმში და ამით შეშუპებებს იწვევს. ასევე ბრინჯი კანის დატენიანებას უშლის ხელს და მას სითხეებისგან ცლის, რის გამოც იწვევს მის ნაადრევ დაბერებას. ამიტომ უნდა დალიოთ სუშის ჭამისას ბევრი წყალი.
4. რძის პროდუქტები
ძროხის რძე ზრდის ჰორმონებს შეიცავს, რაც აფართოვებს კანის ზეთის ჯირკვლებს და თქვენ კანს უფრო ცხიმიანს ხდის. ეს გამონაყარის გაჩენის რისკს ზრდის. ასევე დაბალხარისხიანი რძე ისეთ რთულ მომზადების პროცესს გადის, რომ იგი იწვევს აკნეს გაჩენას.
5. სასაუზმე მარცვლეული
ასეთი მარცვლეული სრულიად არ გახლავთ ნატურალური და მისი ინგრედიენტების უმრავლესობა გენეტიკურად მოდიფიცირებულია. ამის გამო იგი კანის ქავილს, ალერგიების რისკის გაზრდას აკნეს გაჩენას იწვევს. ასევე პოპულარული მარცვლეულის ბრენდები ასევე შეიცავენ სინთეტიკურ ვიტამინებს, რისი გადამუშავებაც ჩვენს ორგანიზმს ფიზიკურად არ შეუძლია.
6. გადამუშავებული ხორცი
გადამუშავებულ ხორცებში, მაგალითად ძეხვში, ბეკონში და ქათმის კერძებში დიდი ოდენობით ნატრიუმი შედის. ბევრი მარილი თქვენი კანის შეშუპებას იწვევს, რის გამოც ასეთი კერძების ჭამის შემდეგ სწორედ ამ პრობლემამ შეიძლება შეგაწუხოთ. ეს პროდუქტები ასევე ნიტრიტებსაც შეიცავს, რაც თქვენი კანის კოლაგენების და ელასტინების განადგურებას იწვევს.
7. წვენები
ხილის წვენები გაზიანი სასმელების მსგავსად შეიცავს შაქარს, რაც თქვენი კანის კოლაგენებს ანადგურებს და მას უფრო უხეშს ხდის. ასევე მსგავსი წვენები არ შეიცავს ფაიბერს, რის გამოც მათი დალევისას თქვენი კანი ვერ იღებს საჭირო ნუტრიენტების რაოდენობას.