8 ძირითადი მიზეზი, რომელიც იწვევს ფეხების ტკივილს. როგორ ვებრძოლოთ პრობლემას სახლში

0
2583

ფეხები ორგანიზმის ნაწილია, რომელიც მხარს უჭერს სხეულის მთელ წონას. ფეხების ტკივილი შემაშფოთებელია, რადგან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა.

სწორედ ამიტომ, თითოეული ადამიანი ვალდებულია იზრუნოს სხეულის ამ მნიშვნელოვანი ორგანოს ჯანმრთელობაზე. სტატიაში შემოგთავაზებთ იმ მიზეზთა ჩამონათვალს, რომლებიც იწვევს ფეხების ტკივილს.

1. პლანტარული ფასციიტი

პლანტარული ფასციიტი, იგივე დეზი, არის ბრტყელი, სქელი და ბოჭკოვანი სტრუქტურა, გაძვალებული ქსოვილი, რომელიც წარმოიქმნება ფასციის დაზიანებით ან ანთების შედეგად. პაციენტი ტკივილის ასარიდებლად ცდილობს, არ დააბიჯოს ქუსლი, ამან კი შეიძლება სხვა გართულებები გამოიწვიოს, პირიქით, უნდა დაეყრდნოთ და გამოიყენოთ რბილძირიანი ფეხსაცმელი. სისხლის მიმოქცევის სტიმულირებისთვის შეგიძლიათ გაიკეთოთ მასაჟი.

2. ბრტყელტერფიანობა

ბრტყელტერფიანობა მემკვიდრეობითია. ამ პრობლემის გადასაჭრელად არსებობს ორთოპედიული საგები, რომლებიც ჯდება ფეხსაცმელში.

3. კოჟრები

კოჟრები კანის გასქელებული ფენაა, რომელიც წარმოიქმნება მუდმივი ზეწოლის ან გარკვეული ხახუნის შედეგად. ჩაყავით ფეხები თბილ წყალში, კარგი იქნება სოდას თუ დაამატებთ, დააყოვნეთ რამდენიმე წუთი და შემდეგ პემზით ფრთხილად მოიშორეთ გაუხეშებული კანი. პროცედურის ბოლოს წაისვით დამატენიანებელი მალამო.

4. დაჭიმვა და დაძაბვა

დაჭიმულობის მოსახსნელად საუკეთესო გამოსავალია ფეხების ზემოთ აწევა და დაზიანებულ ადგილზე ყინულის დადება.

5. პოდაგრა

პოდაგრა, იგივე ნიკრისის ქარი, ართრიტის ფორმაა, რომელიც გაუსაძლის ტკივილს იწვევს ფეხის თითებში. იმისათვის, რომ მდგომარეობა არ გაუარესდეს, უნდა დაისვენოთ. ანთების შესამცირებლად დაიდეთ ყინული. აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

6. აქილევსის მყესი

აქილევსის მყესი მიმაგრებულია კანკალუსზე (ქუსლის ძვალი), რომლის ანთებას იწვევს ზედმეტი დატვირთვა. ეს პრობლემა უფრო მეტად აწუხებთ ადამიანებს, ვინც მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებს. საუკეთესო გამოსავალია დასვენება და ყინულის დადება.

7. ბურსიტი

ბურსიტი მეტად გავრცელებული დაავადებაა, რომელსაც ხშირად იწვევს შეუსაბამო ზომის ფეხსაცმლის ტარება. განკურნება ხდება მხოლოდ ქირურგიული გზით.

8. ჩაზრდილი ფრჩხილი

ეს მდგომარეობა ძალიან მტკივნეულია და შეუძლია ინფექციების გამოწვევა. უმჯობესია დროულად მიმართოთ ექიმს.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე!