ფეხების გაოფლიანება ბაქტერიების გასამრავლებლად იდეალურ გარემოს ქმნის, რაც ცუდი სუნის წარმოქმნასაც იწვევს. სწორედ ამიტომ უნდა იზრუნოთ ამ პრობლემის სასწრაფოდ მოგვარებაზე. საბედნიეროდ არსებობს ისეთი სწრაფი და ეფექტური მეთოდები, რომლებიც ფეხების ცუდი სუნის პრობლემას უმარტივესად მოგიგვარებთ:
10. მარილიანი აბაზანები
მარილი აშრობს ფეხის კანს და კლავს ბაქტერიას. შეურიეთ ერთმანეთში ძმარი და წყალი 1:2 შეფარდებით და დაუმატეთ 1 ჭიქა მარილი. მიიღეთ ასეთი ნარევის ფეხის აბაზანები 2 კვირის განმავლობაში ძილის წინ. აბაზანის შემდეგ კარგად გამოიწმინდეთ ფრჩხილების ქვეშ არსებული სივრცე.
9. წინდების არჩევანი
ბამბის წინდების ხმარება ფეხებს სუნთქვის საშუალებას მისცემს და ოფლიანობას და სუნს შეამცირებს. ასევე გაითვალისწინეთ, რომ წინდების გარეშე სიარული უფრო გაგიოფლიანებთ ფეხებს.
8. ფეხსაცმელები და პუდრი
ჩაყარეთ თქვენს ფეხსაცმელებში სიმინდის ფქვილი. ის მარტივად შეიწოვს ნესტს, რაც სუნის წყაროა და ამით ფეხსაცმელებს ცუდ სურნელს მარტივად მოაშორებთ. ასევე ფქვილის ნაცვლად შეგიძლიათ გამოიყენოთ საბავშვო პუდრიც.
7. კედრის ზეთი
კედრის ხის ზეთს ანტისოკოვანი და ანტისეპტიკური თვისებები გააჩნია. აურიეთ ერთმანეთში 5 წვეთი კედრის ზეთი და 1 ს/კ ქოქოსის ზეთი, შემდეგ კი გაიკეთეთ მასაჟი მსუბუქი მასაჟი ამ ნაზავის გამოყენებით ძილის წინ.
6. შაქრით გახეხვა
შეურიეთ იზოპროპილის სპირტს 3 ს/კ შაქარი და 1/3 ჭიქა წყალი. გაიხეხეთ ამ პასტით ფეხები და შემდეგ დაიბანეთ სუფთა წყლით. ამ ნაზავის გამოყენება შეიძლებაა კვირაში სამჯერ.
5. შეცვალეთ დიეტა
სხეულის სუნზე დიეტა დიდ გავლენას ახდენს. თუკი ცუდი სუნის პრობლემა გაწუხებთ, ეცადეთ მენიუდან ამოიღოთ ყავა, წითელი ხორცი, ხახვი, ნიორი, კომბოსტო და ალკოჰოლი.
4. საპონები
შეგიძლიათ იყიდოთ ანტისოკოვანი და ანტიბაქტერიული საპონები თქვენი ფეხებისთვის. ეს ბაქტერიების პრობლემას მოაგვარებს.
3. უფრთხილდით დაავადებებს
ბაქტერიების გავრცელება ფეხსაცმელებში ოფლით ხდება. თუმცა, ჭარბი ოფლიანობა ასევე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, რომელიც სამედიცინო მკურნალობის საჭიროების მქონე დაავადების ქონის ნიშანი შეიძლება იყოს. ამიტომ სჯობს ჭარბი ოფლიანობის დროს ესტუმროთ ექიმს.
2. სავარჯიშო დარბაზის ჩუსტები
ჩაიცვით ღია ჩუსტები სავარჯიშო დარბაზში ყოფნისას. ეს თქვენს ფეხებს ინტენსიური ვარჯიშის დროს სუნთქვის საშუალებას მისცემს და ასევე გასახდელის და შხაპის სუნისგანაც დაიცავს.
1. ხახვები წინდაში
ერთი ღამის განმავლობაში ხახვებით სავსე წინდის ჩაცმა სრულიად გაანადგურებს თქვენი ფეხის ინფექციებს და გაგიძლიერებთ იმუნურ სისტემას.