შემოგთავაზებთ არომატული და წვნიანი კერძის რეცეპტს, რომელიც ხორცის ან თევზის გარნირად შეგიძლიათ გამოიყენოთ. პომიდვრის კერძი ისეთი გემრიელია, რომ თითებს ჩაიკვნეტთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ხახვი 1 თავი
- პომიდორი 500 გრ
- მარინადის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ნიორი 3 კბილი
- გამხამარი რეჰანი 1 ჩ. კ.
- ზეთი 4 ს. კ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
- წითელი მწარე წიწაკა 1 ცალი (საშუალო)
- თაფლი 1 ჩ. კ.
- მარილი 1,5 ჩ. კ.
მომზადების წესი:
პომიდორი დაჭერით მრგვალად. ხახვი დაჭერით ალყა-ალყა. მარინადის მოსამზადებლად მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ ერთ თასში. ნიორი და წიწაკა წვრილად დაჭერით, დაამატეთ დანარჩენ პროდუქტებს და აურიეთ.
აიღეთ მინის ჭურჭელი, ფენა-ფენა ჩააწყვეთ პომიდორი, ხახვი და დაასხით მარინადი. დაახურეთ თავზე და 2 დღით შედეთ მაცივარში. გემრიელად მიირთვით!