დღეში ანანასის ორი წრის ჭამა მისი უნიკალური სტრუქტურის გამო დაგეხმარებათ გაჯანსაღებაში და ასევე უამრავი დაავადებისგანაც დაგიცავთ. სწორედ ამიტომ წარმოგიდგენთ 10 საუკეთესო ფაქტს ამ ხილის კვლევების შედეგებიდან:
10. ფიზიკურ ვარჯიშთან ერთად ანანასის მიღება წონის დაკლებაში დაგეხმარებათ
ანანასში არსებული ბრომელინი ასტიმულირებს მომნელებელი სისტემის პროცესებს და გეხმარებათ ცელულიტების მოშორებაში პროტეინის გადამუშავების პროცესის ასწრაფების წყალობით.
9. თქვენ გაგივლით ანთება
ანასში არსებული ბრომელინი ასევე ამცირებს შეშუპებას, ამსუბუქებს ტკივილს და კურნავს ჭრილობებს უფრო სწრაფად. იგი ასევე ორგანიზმს დაზიანებული უჯრედების მოშორებაშიც ეხმარება.
8. გული უფრო გაჯანსაღდება
ანანასი C ვიტამინსაც შეიცავს, რაც გიცავთ სისხლის ვენების პრობლემებისგან და ძვლებში, ხრტილებში, კუნთებში კოლაგენის წარმოებაში გეხმარებათ.
7. შეინარჩუნებთ მხედველობის დონეს
ანანასი მდიდარია A ვიტამინითაც, რომელიც კარგი მხედველობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
6. ძვლები გაგიძლიერდებათ
ანანასში არსებული კალციუმი და მაგნიუმი თქვენს ძვლებს გაამაგრებს. 1 ჭიქა ანანასის წვენი დღიური ნორმის 70% მაგნიუმს შეიცავს.
5. შეგიმცირდებათ სისხლის მიმოქცევის შესუსტების რისკი
პოტასიუმის შემცველობის წყალობით ანანასი დაგეხმარებათ სისხლის წნევის შემცირებაში და სისხლის მიმოქცევის პრობლემებისგან დაგიცავთ.
4. უფრო დიდხანს იქნებით ახალგაზრდა
ანანასში არსებული მანგანუმი თქვენს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან იცავს. ამ რადიკალებს თქვენი უჯრედების განადგურება და კანის და ორგანოების დაბერების პროცესის აჩქარება შეუძლიათ.
3. მოგიგვარდებათ მომნელებელი სისტემის პრობლემები
ანანასი და მისი წვენიც კი თავისუფლად მოგიხსნით შეკრულობას და მის მსგავს პრობლემებს. მისი დახმარებით ასევე მოაგვარებთ კუჭის წყლულის პრობლემებს.
2. დაიწევს სისხლში შაქრის დონე
ანანასის ფაიბერს შეუძლია შაქრის გადამუშავების შენელება, რაც სისხლში შაქრის დონეს შეამცირებს.
1. მოგიგვარდებათ ნაყოფიერების პრობლემები
ბრომელინი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას საშვილოსნოში, რისი დახმარებითაც გიცავთ მუცლის მოშლისგან.