შემოგთავაზებთ გემრიელი და მარტივად მოსამზადებელი ფხვიერი ორცხობილების რეცეპტს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 460 გრ
- გამაფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- 3 ცალი კვერცხის გული
- შაქარი 150 გრ
- ვანილი
- კარაქი 250 გრ
- მარილი მწიკვი
მომზადების წესი:
- ფქვილი, მარილი და გამაფხვიერებელი აურიეთ.
- კვერცხის გულები, შაქარი და ვანილი კარგად ათქვიფეთ.
- კვერცხიან მასას დაამატეთ დარბილებული კარაქი. შემდეგ ნელ-ნელა შეაზილეთ ფქვილი და მოზილეთ ცომი.
- ცომს შემოახვიეთ საკვების ცელოფანი და 20 წუთით შედეთ მაცივარში.
- მითითებული დროის გასვლის შემდეგ, ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფენად.
- დასაჭრელად გამოიყენეთ თქვენთვის სასურველი ფორმები და მზა ორხობილები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე, რომელზედაც პერგამენტის ქაღალდი გაქვთ დაფენილი.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15-20 წუთი.
ორცხობილები ისეთი ნაზი და ფხვიერია, რომ პირში დნება. გაგრილების შემდეგ მოაფრქვიეთ შაქრის ფხვნილი ან მორთეთ თქვენი სურვილისამებრ. გემრიელად მიირთვით!