ბევრმა არ იცის, რომ შხაპის არასწორად მიღებაცაა შესაძლებელი. რეალურად არსებობს წესებიც, რომელიც ამ პროცესის დროს თქვენი კანის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უნდა დაიცვათ. ამიტომ წარმოგიდგენთ იმ ხუთ შეცდომას, რომელსაც შხაპის მიღების დროს ყველაზე ხშირად უშვებთ:
5. ხანგრძლივი დაბანა
ცხელი წყლის მსგავსად ხანგრძლივი დაბანაც აშრობს კანს ზედმეტად, რაც გამონაყარის და ქავილის გამომწვევია. შხაპის ოპტიმალური ხანგრძლივობაა 10 წუთი.
4. ქაფიანი პროდუქტების ხშირი გამოყენება
რაც უფრო მეტ ქაფს აჩენს პროდუქტი, მით უფრო მეტი ხელოვნური ნივთიერებაა მის შემადგენლობაში. ეს თქვენი ბუნებრივი დამცავი ზეთების განადგურებას იწვევს და ამით აშრობს და აუხეშებს კანს.
3. ძველი და სველი ღრუბელის გამოყენება
ძველი და განსაკუთრებით სველი ღრუბლები იდეალური ადგილია ბაქტერიების და ობის გასამრავლებლად, რის გამოც ისინი ყოველ 4 კვირაში ერთხელ უნდა გამოცვალოთ მინიმუმ. ასევე კარგი იქნება მათ მაგივრად პირსახოცის გამოყენება. ღრუბლები გააშრეთ ყოველი გამოყენების შემდეგ.
2. ზედმეტად მონდომებულად გამშრალება
გაიშრეთ სხეული ნაზი პირსახოცით და დატოვეთ ოდნავ ნესტიანი. შემდეგ გამოიყენეთ თქვენი ფავორიტი კრემი და ეს კანს სინაზეს და სიჯანსაღეს შეუნარჩუნებს.
1. ზედმეტად ცხელი წყალი
ცხელი წყალი კანის გამოშრობას და აქერცვლას იწვევს. იგი ზედმეტად ბევრ კანის ცხიმს რეცხავს და მას დაუცველს ტოვებს. იგი ასევე ზრდის სისხლის მიმოქცევასაც, რასაც არითმიის, ანთების და გამონაყარის გამოწვევა შეუძლია. 35-40 გრადუსიანი წყლის ტემპერატურა იდეალურია კანის სიჯანსაღისთვის.