ტრადიციული ჩინური მედიცინის მეთოდები რომლებიც სხვადასხვა პრობლემებისგან განგკურნავთ

ტრადიციული ჩინური მედიცინა 2000 წლის წინ ჩამოყალიბდა და მას შემდეგ მცენარეული საშუალებებით, აკუპუნქტურით და მსგავსი მეთოდებით ადამიანების გონებისა და სხეულის მკურნალობისთვის გამოიყენება. ასეთი მედიცინა თავის ტკივილიდან ავტოიმუნურ დაავადებებამდე ყველანაირ პრობლემას კურნავს სწორი მკურნალობის ხერხების გამოყენების შემთხვევაში. ნახეთ რომელია მისი ყველაზე სასარგებლო თვისებები:

13. შფოთვები და დეპრესია

აკუპუნქტურა და ვაკუუმ თერაპია მსგავსი პრობლემების სიმპტომებს მარტივად ამსუბუქებს. ისინი განსაკუთრებით სასარგებლოა ორსულობის პერიოდში.

12. სასუნთქი სისტემის პრობლემები

გაციება და ასთმა მარტივად იკურნება აკუპუნქტურა და ვაკუუმ თერაპიის დახმარებით.

11. ალერგიები

აკუპუნქტურა და ვაკუუმ თერაპია ალერგიების სიმპტომების უმრავლესობას სრულიად აქრობს და სხეულს მოდუნებაში ეხმარება.

10. რევმატოიდული ართრიტი და სხვა ავტოიმუნური დაავადებები

ჩინური თერაპიის მეთოდები მსგავს პრობლემებს იმუნური სისტემის გაძლიერების წყალობით კურნავს.

9. კუნთების პრობლემები

ათლეტების უმრავლესობა კუნთების დაჭიმულობის გასაქრობად ჩინური თერაპიის მეთოდებს ხშირად იყენებს. მათ შორის ყველაზე ცნობილია მაიკლ ფელპსი, რომელმაც ჩინური თერაპიის მეთოდებით მკურნალობის პროცესი 2016 წლის ოლიმპიური თამაშების დროს გაიარა.

8. სისხლის წნევა

ზედმეტად მაღალი ან დაბალი სისხლის წნევა ასევე შეიძლება განიკურნოს ჩინური თერაპიის მეთოდების დახმარებით. აკუპუნქტურას მარტივად შეუძლია სისხლის მაღალი წნევის დაწევა იმ პაციენტებშიც კი, რომლებიც ანტიჰიპერტენზიულ მედიკამენტებს იღებენ.

7. მომნელებელი სისტემის პრობლემები

შეკრულობა, დიარეა, შებერილობა და მსგავსი მომნელებელი სისტემის პრობლემების განკურნება ჩინური თერაპიის მეთოდების წყალობით მარტივადაა შესაძლებელი. ამ მედიცინის პრინციპების მიხედვით სხეულის ენერგიის დაბლოკვა მუცელში შესაძლებელია, რის გამოც ამ წერტილზე ზეწოლით ენერგიის მოძრაობის აღდგენა მსგავს პრობლემებს განკურნავს.

6. ოსტეოართრიტი და სახსრებთან/ძვლებთან დაკავშირებული სხვა პრობლემები

სახსრების დამცავი რბილი ქსოვილების გაცვეთის და მსგავსი პრობლემების მკურნალობა ჩინური თერაპიის მეთოდების დახმარებით ეფექტურ არჩევანს წარმოადგენს.

5. ტკივილი

ნებისმიერი სახის ტკივილის გასაყუჩებლად აკუპუნქტურის და ვაკუუმის თერაპიის გამოყენება მართლაც ძალიან ეფექტურ გადაწყვეტილებად ითვლება, რადგან მათი დახმარებით ენერგიის მოძრაობის აღდგენა მსგავს პრობლემას მარტივად აგვარებს.

4. გულისრევა/ღებინება

მსგავსი სიმპტომების შეჩერება აკუპუნქტურის გამოყენებით და ხელების, მუცლის და მკერდის ზეწოლის წერტილების მასაჟით მარტივადაა შესაძლებელი.

3. ორსულობის პერიოდი

ორსულობის და მშობიარობის ტკივილებს აკუპუნქტურა და ვაკუუმის თერაპია იდეალურად ამსუბუქებს, თუმცა ასეთ მდგომარეობაში მსგავსი მეთოდების გამოყენება დაშვებულია მხოლოდ სერტიფიცირებული ექიმების მიერ ოფიციალურ სამედიცინო ინსტიტუტში.

2. კანის დაავადებები

გამონაყარი, ჩირქოვანი წერტილები და აკნე ვაკუუმის თერაპიით და აკუპუნქტურით მარტივად იკურნება.

1. ნერვული სისტემის პრობლემები

ნერვული სისტემების დაავადებების უმრავლესობის განკურნება წარმატებით მოხდა ჩინური თერაპიის მეთოდების გამოყენებით. ეს ამცირებს ანთებას, ასტიმულირებს ნერვებს და კუნთებს და ამით გეხმარებათ ნერვული სისტემის პრობლემების სიმპტომების გაქრობაში.