ექიმები და ექსპერტები გამუდმებით გვირჩევენ საუზმეზე შვრიის ჭამას და ეს მართლაც საკმაოდ ეფექტურ არჩევანს არმოადგენს. მაგალითად მას შეუძლია გულის დაავადებების რისკის შემცირეა. ნახეთ კიდევ როგორი დადებითი თვისებებით გამოირჩევა ეს პროდუქტი და როგორ შეიცვლება თქვენი სხეული თუ შვრიას შეჭამთ ყოველდღე:
1. კანი გაგიუმჯობესდებათ
შვრია იდეალურად კურნავს ანთებით ისეთ პროცესებს, როგორიცაა ეგზემა და კანის გაღიზიანება. ასევე შვრიაში არსებული თუთია გამოდევნის კანის უჯრედებიდან საზიანო ტოქსინებს, ხოლო რკინა უზრუნველყოფს კანის დატენიანებას.
2. თქვენი კუნთები მიიღებენ მეტ ცილებს
8 კოვზი შვრია ცილის დღიური ნორმის 15 პროცენტს უდრის.
3. ანტიოქსიდანტების მაღალი დონე
შვრია მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც შეგიმსუბუქებთ კანის ქავილის, ანთების და სისხლის მაღალი წნევის მსგავს სიმპტომებს. ისინი ასევე სისხლში შაქრის დონესაც შეგიმცირებენ.
4. იქნებით ენერგიით სავსე
შვრია გამოირჩევა ნახშირწყლებით და ამით თქვენს ორგანიზმს აავსებს ენერგიით. ასევე ოდნავ უფრო მშრალი შვრიის ჭამით უფრო დიდი ხნით დანაყრდებით.
5. წონაში დაიკლებთ
შვრიის ყოველდღიური მიღება აუმჯობესებს მეტაბოლიზმს და აჩქარებს წონის კლებას. საუზმეზე შვრიის მიღება დღის განმავლობაში ზედმეტი კალორიების მიღებისგან გვიცავს. მასში არსებული ნახშირწყლები ასევე მადის და შფოთვების გაკონტროლებაში დაგვეხმარება, რაც სისხლში შაქრის დონესაც აუმჯობესებს.
6. ქოლესტეროლი შემცირდება
შვრიის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო მჟავები სისხლში შეამცირებენ ცუდი ქოლესტეროლის დონეს. ისინი ასევე გაწმინდავენ არტერიების კედლებს ცხიმებისგან და ორგანიზმს დაიცავენ ისეთი დაავადებების განვითარებისგან, როგორიცაა გულის შეტევა და ინსულტი.
7. თქვენ შეამცირებთ გულის დაავადებების რისკს
შვრია სავსეა ჯანსაღი ცხიმებით და ხელს უწყობს გულის უჯრედების და მიმოქცევის სისტემის სიჯანსაღეს. მასში არსებული ანტიოქსიდანტების წყალობით იგი ამცირებს თავისუფალი რადიკალების მიერ სისხლის ვენების კედლების დაზიანების შანსს.
8. თქვენ მოაგვარებთ მომნელებელი სისტემის პრობლემებს
შვრიის პატარა პორცია მომნელებელი სისტემის ჯანსაღად მუშაობისთვის არსებულო ბოჭკოების დღიური ნორმის მეხუთედს შეიცავს. ამის წყალობით თქვენ მუცლის მუშაობას მარტივად გააუმჯობესებთ.