მარტივი საშუალებით ძველი აბაზანა ისე იბრწყინებს, თითქოს დღეს შეგეძინოთ

1188

როგორ გავწმინდოთ თუჯის აბაზანა ქიმიური საშუალებების გამოყენების გარეშე, რომლებიც ჯანმრთელობისთვის მავნებელია. შემოგთავაზებთ საშინაო პირობებში მომზადებულ რამდენიმე საშუალებას, რომლებიც მოსამზადებლად უმარტივესია, ყველასთვის ხელმისაწვდომი და საოცრად ეფექტურია.

დაიმახსოვრეთ, თუჯის აბაზანის გასახეხად არ გამოიყენოთ ლითონის საწმენდი ღრუბელი, რადგან აბაზანის ზედაპირი დაიფარება ნაკაწრებით. მათი მოშორება კი ძალიან ძნელია.

  1. სიძველისგან და სიყვითლისგან დაზიანებული თუჯის აბაზანის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ რამდენიმე პროდუქტის კომბინაცია.
  2. დავიწყოთ სოდითა და ლიმონმჟავით. აბაზანას მოავლეთ ცხელი წყალი და ღრუბლის მყარი მხარით წაუსვით სოდა (სულ დაგჭირდებათ 100 გრ სოდა) და გააჩერეთ 10 წუთი.
  3. პარალელურად მომაზადეთ ლიმონმჟავის ნარევი, რომლისთვისაც დაგჭირდებათ 3 შეფუთვა ლიმონმჟავა და თბილი წყალი.
  4. აიღეთ თასი და მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და სოდით დაფარული აბაზანის ზედაპირი  ჩამოწმინდეთ.

აბაზანის ზედაპირზე ჩამჯდარ სიყვითლეს ეფექტურად ებრძვის წყალბადის ზეჟანგისა და ამიაკის ნარევი. მოცემული ინგრედიენტები აიღეთ თანაბარი რაოდენობით, აურიეთ და ღრუბლის საშუალებით გაწმინდეთ აბაზანის დაზიანებული ზედაპირი. გააჩერეთ 20 წუთი და შემდეგ წყლით ჩამორეცხეთ.

ძველი აბაზანის ზედაპირიდან ჟანგის მოშორება შეგიძლიათ ძმრისა და მარილის ნარევის საშუალებით. 100 მლ ძმარს დაამატეთ 2 ს. კ. მარილი და კარგად აურიეთ ისე, რომ მარილი ბოლომდე გაიხსნას. მომზადებული ნარევით გააჯერეთ ღრუბელი და გაწმინდეთ აბაზანის დაბინძირებული ზედაპირი. გააჩერეთ 20 წუთი.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, გამოიყენეთ შემოთავაზებული საშუალებები და გაწმინდეთ თქვენი აბაზანის ზედაპირი.