სინდი კროუფორდი ლეგენდარული სუპერმოდელია, რომლის მიერ გამოქვეყნებულმა ვარჯიშის ვიდეომაც უდიდესი წარმატება მოიპოვა მსოფლიოში. მის მიერ წარმოდგენილი მარტივი და ეფექტური ვარჯიშები კუნთების ყველა მთავარ ჯგუფს ავარჯიშეს და მათი შესრულებისთვის სულ რაღაც 10 წუთია საჭირო:
1. ჩაჯდომები
დადგით ფეხები მხრებზე ოდნავ უფრო განიერად და მიმართეთ წინ. შეასრულეთ 10 ჩაჯდომა და აქტიურად ამოძრავეთ თეძოები. ხელები დაიწყვეთ წელზე.
2. ლაუნჯები
რეგულარული ლაუნჯები ეფექტური ვარჯიშია, შეასრულეთ ათჯერ.
3. ჩაჯდომები სკამზე ჯდომით
დადგით ფეხები მხრების სიგანეზე და დაიწყვეთ ხელები წელზე. გააკეთეთ ჩაჯდომები ისე, თითქოს სკამზე ჯდებით. გაიმეორეთ ათჯერ, შემდეგ კი გააკეთეთ 10 ლაუნჯი.
4. ჩაჯდომები ფეხების შეტყუპებით
ჩაჯდომების ბოლო ციკლი ფეხების შეტყუპებით უნდა გააკეთოთ, ხელების წინ გაწევით. გაიმეორეთ ეს ათჯერ და შემდეგ დაამატეთ 10 ლაუნჯი.
5. აზიდვები
დაიჭირეთ ხელები მხრების სიგანეზე, დაადეთ ძირს თეძოები და ფეხები და გააკეთეთ 10 აზიდვა. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ორჯერ.
6. სხეულის აწევა
მოხარეთ ფეხები და დაიდეთ ხელები თავის უკან. აწიეთ სხეული ოცჯერ. ზურგი უნდა გედოთ ძირს.
7. სხეულის მთლიანად აწევა
მოხარეთ მუხლები და დაიდეთ ხელები თავის უკან. შემდეგ აწიეთ ასეთ პოზაში ტანი მაღლა და გაიმეორეთ ეს ვარჯიში ოცჯერ.
8. მუცლის ვარჯიშები
მიწვდით თქვენ მარჯვენა ფეხს მარცხენა იდაყვით. მარჯვენა ხელი უნდა იყოს იატაკზე ან თქვენს მუცელზე. გაიმეორეთ ეს ვარჯიში ოცჯერ, ორივე მხარეს.
9. ფეხების აწევა
ეს ვარჯიში კარგია მუცლის დაბლითა კუნთებისთვის: დაწექით ზურგზე და დაიდეთ ხელები გვერდებზე. აწიეთ ფეხები მაღლა ოცჯერ.