რა არის აკნეს რუკა და როგორ დაგეხმარებათ ის ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარებაში

აკნეს უამრავი ფაქტორი იწვევს და მათი უმრავლესობა ჩვენი ორგანიზმის შიგნითაა. სახის სხვადასხვა ნაწილში აკნე განსხვავებული მიზეზების გამო ჩნდება. მაგალითად ჰორმონალური პრობლემებით გამოწვეული აკნე ყბის არეში გაგიჩნდებათ. სწორედ ასეთი მიზეზების დადგენაში დაგეხმარებათ აკნეს რუკა:

ზონა 1: შუბლი

შუბლზე აკნეს გაჩენას სტრესი ან ძილის ცუდი რეჟიმი იწვევს. ეს ასევე მომნელებელი სისტემის და ღვიძლის პრობლემებზეც შეიძლება მიგანიშნებდეთ.

ზონა 2: ყბა და ნიკაპი

ამ ზონაში გაჩენილი აკნე ყოველთვის ჰორმონალური პრობლემების მანიშნებელი სიმპტომია. სწორედ ამიტომ უჩნდებათ ქალებს ყბაზე აკნე ხშირად მენსტრუაციული პერიოდისას.

ზონა 3: სახის კიდეები

ჰორმონალურმა პრობლემებმა ასევე თმის ზოლის და ყურებთან ახლოს მდებარე არეში შეიძლება გამოიწვიონ აკნეს გაჩენა. ამას ასევე კანის პორების გაჭედვაც იწვევს. ასეთ დროს სჯობს ნატურალური სახის მოვლის პროდუქტების ხმარებაზე გადახვიდეთ.

ზონა 4: ლოყები

ლოყებზე აკნეს გაჩენას ზედმეტად ბევრი შაქრის მიღება იწვევს. ეს არე ასევე დაკავშირებულია ფილტვებთან, რის გამოც ლოყებზე გაჩენილი აკნე შეიძლება სასუნთქი სისტემის პრობლემებზე მიგანიშნებდეთ.

ზონა 5: წარბებს შორის

ამ ტერიტორიაზე აკნეს გაჩენა ღვიძლის პრობლემების მანიშნებელია. შესაბამისად წარბებს შორის გაჩენილი აკნე იმის სიმპტომია, რომ თქვენ არაჯანსაღ დიეტას იცავთ და ზედმეტად ბევრ ცხიმიან საჭმელს ჭამთ.

ზონა 6: ცხვირის ზედაპირი და ზედა ტუჩი

ცხვირზე გაჩენილი აკნე იმის მანიშნებელია, რომ ზედმეტად ბევრ ცხარე, მარილიან და ზეთიან საკვებს ჭამთ. ცხვირის წვერზე და ზედა ტუჩზე გაჩენილი აკნე გულის, ელენთის ან ფილტვების პრობლემებზე მიგანიშნებთ.