შემოგთავაზებთ არგენტინული უგემრიელესი ორცხობილების ,,ალფაჰორების“ რეცეპტს. ფხვიერი მინიატურული ორცხობილები, განსაკუთრებით გემრიელია ჩაისთან ერთად.
მოამზადეთ და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ეს გემრიელობა თქვენი ოჯახის საყვარელი დესერტი გახდება.
ორცხობილების მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ფქვილი 200 გრ
- კარაქი 100 გრ
- სახამებელი 80 გრ
- შაქრის ფხვნილი 70 გრ
- კვერცხი 2 ცალი
- ვანილი ან ვანილის შაქარი 8 გრ
- გამაფხვიერებელი 1 ჩ. კ
- მარილი მწიკვი
- მოხარშული შესქელებული რძე 200 გრ
- ნიგოზი 40 გრ ან ქოქოსის ფანტელი 20 გრ
- შაქრის ფხვნილი გემოვნებით
მომზადების წესი:
- კვერცხი კარგად ათქვიფეთ. ცალკე თასში აურიეთ ფქვილი, სახამებელი და გამფხვიერებელი.
- მიქსერით ათქვიფეთ ოთახის ტემპერატურის კარაქი, შაქარი და ვანილის შაქარი. შემდეგ შეათქვიფეთ კვერცხი.
- კვერცხიანი და ფქვილიანი მასები ერთმანეთს შეურიეთ და მოზილეთ ცომი. ცომს გადააფარეთ საკვების ცელოფანი და 60 წუთით შედეთ მაცივარში.
- ცომი გადმოიტანეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე და გააბრტყელეთ 5 მმ სისქის ფენად. ორცხობილების დასაჭრელად გამოიყენეთ ჩაის ჭიქა.
- საცხობ ფორმას დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი და დააწყვეთ ორცხობილები (დაიცავით მანძილი). ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 15 წუთი.
- ნიგოზი ძალიან წვრილად დაჭერით. მზა ორცხობილები შეაერთეთ შესქელებული რძით. შესქელებული რძე წაუსვით გვერდებზეც და ორცხობილები ამოავლეთ ქოქოსის ფანტელში ან ნიგოზში.
გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!