კოჭების გასიების მიზეზები და 7 ხერხი ამ პრობლემის მოსაგვარებლად

კოჭის არის გასქელება და გასიება ბევრისთვის ულამაზო დეტალია, თუმცა მსგავსი ნიშანი სერიოზული ჯანმრთელობის პრობლემის სიმპტომიც კი შეიძლება იყოს. სწორედ ამიტომ უნდა იცოდეთ ამ პრობლემის გაჩენის ზუსტი მიზეზები და მისი მოგვარების ყველაზე ეფექტური ხერხები:

7. ფეხის ვარჯიშები

სქელი კოჭების გაჩენა ჭარბწონიანობამ შეიძლება გამოიწვიოს, რის გამოც ამ პრობლემის გაჩენის შემთხვევაში თქვენს რუტინას აუცილებლად უნდა დაუმატოთ ფეხის ვარჯიშების ნაკრები.

6. მოერიდეთ ნატრიუმს

კოჭების გასიების გამოწვევა ორგანიზმში წყლის დაგროვებასაც შეუძლია. ამის თავიდან ასაცილებლად უნდა შეამციროთ მარილიანი საჭმელების და გაზიანი სასმელების მიღება. ასევე ასეთ დროს თქვენი დიეტა უნდა გაამდიდროთ პოტასიუმით.

5. ფეხების აწევა

ორსულობით გამოწვეული კოჭების დასიების სამკურნალოდ ყოველდღე 10-15 წუთით თქვენი ფეხები უნდა აწიოთ გულის სიმაღლეზე 15-20 სანტიმეტრით უფრო მაღლა.

4. კომპრესიანი წინდები

სისხლძარღვების დაავადებებით გამოწვეული კოჭების გასიების სამკურნალოდ აუცილებელია პროფესიონალ ექიმთან კონსულთაცია. ასევე სისხლის მიმოქცევის დასახმარებლად უნდა ჩაიცვათ კომპრესიანი წინდები, რათა სისხლს მაღლა გადაადგილებაში შეუწყოთ ხელ.

3. დალიეთ ბუნებრივი შარდმდენი სითხეები.

სითხის დაგროვებით გამოწვეული კოჭევის გასიების პრობლემის მოსაგვარებლად უნდა ეცადოთ უფრო მეტი ბუნებრივი შარდმდენი სითხეების დალევას, რათა ორგანიზმიდან ზედმეტი სითხე გამოიტანოთ. ამისათვის უნდა დალიოთ მაგალითად გვირილის ან მწვანე ჩაი.

2. დააფასეთ თქვენი სხეულის სილამაზე

ზოგიერეთ შემთხვევაში სქელი კოჭები გენეტიკური მიზეზების შედეგად შეიძლება გქონდეთ. ასეთ დროს მთავარია იზრუნოთ თქვენს თვითშეფასებაზე და დააფასოთ საკუთარი სილამაზე და სხეული.

1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მედიკამენტებს

თირკმელების, გულის და ლიმფური სისტემის დაავადებების სამკურნალოდ მიღებული მედიკამენტები კოჭების გასიების მსგავს სიმპტომებს ნორმალურად მუშაობის შემთხვევაში არ გამოიწვევს. თუკი ეს პრობლემა წამლების მიღებასთან ერთად მაინც გაგიჩნდათ, მაშინ სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან ეს უცნობი დაავადების სიმპტომი შეიძლება იყოს.