10 პროდუქტი, რომელიც ცარიელ მუცელზე არ უნდა ჭამოთ თუ ჯანმრთელობის შენარჩუნება გსურთ.

2013 წელს ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ როდესაც თქვენი მუცელი ცარიელია, მაშინ ზოგიერთი ჯანსაღი საჭმელის ჭამაც კი შეიძლება საზიანო გამოდგეს თქვენთვის. ნახეთ რომელი პროდუქტების მიღებას უნდა მოერიდოთ უზმოზე:

1. ბანანი

ბანანი სასარგებლო მინერალებს შეიცავს, თუმცა ასევე სავსეა მჟავებით და შაქრით. ცარიელი მუცლის ქონისას მჟავების მიღება საზიანოა ნაწლავებისთვის და უზმოზე შაქრის მიღება რამდენიმე საათით ენერგიის ნაკლებობას გამოიწვევს და მოგადუნებთ.

2. იოგურტი

კომერციული იოგურტები სავსეა შაქრით, ხოლო უცხიმო იოგურტებს ასევე დამატკბილებლებს უმატებენ. თანაც, ყველა იოგურტი არ შეიცავს სასარგებლო ცილეს, რის გამოც მათი უზმოზე ჭამა ჯანსაღი არჩევანი არ გახლავთ.

3. წინასწარ შერეული შვრია

სწრაფი მომზადებისთვის განკუთვნილ შვრიას ზედმეტად ბევრ შაქარს, მარილს და ხელოვნურ საღებავებს უმატებენ. სწორედ ამიტომ მათი უზმოზე მირთმევა არასწორი არჩევანია.

4. უმი მწვანე ბოსტნეული

ბოსტნეული ჯანსაღი საკვებია, თუმცა უზმოზე მათი ჭამა გამოიწვევს მუცლის გაბერვას, გაზებს დაგროვებას და ტკივილს კუჭის არეში. ამის მიზეზი მათში არსებული უხსნადი ბოჭკოებია.

5. პომიდორი

მწვანე ბოსტნეულის მსგავსად პომიდორი ასევე უხსნად ელემენტებს შეიცავს, რის გამოც უზმოზე მისი მიღებაც მუცლის ტკივილებს გამოიწვევს.

6. ციტრუსოვანი ხილი

უზმოზე ციტრუსოვანი ხილის ჭამას პირველ რიგში დიაბეტის და სენსიტიური მუცლის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ. ბევრი მჟავის შემცველი ისეთი ციტრუსები, როგორიცაა ფორთოხალი, ლიმონი და გრეიპფრუტი ნეგატიურ ზეგავლენას მოახდენენ თქვენი ცარიელი მუცლის მომნელებელ წვენებზე და მის გაღიზიანებას და გულძმარვას გამოიწვევენ.

7. ცივი სასმელები

ნებისმიერი სახის ცივი სასმელი უზმოზე დალევისას მუცლის და ნაწლავების გაღიზიანებას გამოიწვევს. ამ მიზეზით განსაკუთრებით უნდა უფრთხილდეთ გაზიანი სასმელების დალევას უზმოზე.

8. მსხალი

მსხალი როგორც წესი ჯანსაღი საჭმელების სიას მიეკუთვნება, თუმცა იგი შეიცავს ნედლ ბოჭკოს, რომლის მიღებაც უზმოზე საზიანოა. ნედლ ბოჭკოს შეუძლია დააზიანოს თქვენი მუცლის დელიკატური ლორწოვანი გარსი.

9. მარცვლეული

მარცვლეულში არსებული დიდი რაოდენობის შაქარი და გადამუშავებული ნახშირწყლები საზიანოა თქვენთვის უზმოზე მიღებისას. სწორედ ამიტომ სჯობს მის ჭამამდე მიირთვათ უფრო სასარგებლო საუზმე, რომელიც შეიძლება შეავსოთ კვერცხებით და მსგავსი ჯანსაღი პროდუქტებით.

10. სმუზი

ხშირად სმუზი ზედმეტად ცოტა კალორიებს და ცილას შეიცავს და ძირითადად ნახშირწყლებითაა სავსე. სწორედ ამიტომ საუზმეზე სმუზის დალევა ჯანსაღი არჩევანია, მაგრამ მისი შემადგენლობა აუცილებლად სწორად უნდა დააბალანსოთ და მას ასევე უნდა შეუხამოთ ისეთი საჭმელი, როგორიცაა კვერცხები.