
შემოგთავაზებთ ხაჭოს შიგთავსით მომზადებული გამომცხვარი ვაშლის რეცეპტს.
ღუმელში გამომცხვარი უგემრიელესი და არომატული დესერტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- ვაშლი 6 ცალი
- ხაჭო 200 გრ
- 1 ცალი კვერცხის გული
- შაქრის ფხვნილი ან თაფლი 2 ს. კ.
- ვანილის შაქარი 1 ჩ. კ.
- სახამებელი 1 ჩ. კ.
მომზადების წესი:
- ვაშლები გარეცხეთ, მოაჭერით ზედა ნაწილი და ჩაის კოვზით ამოუღეთ გული. გაითვალისწინეთ ძირი და კედლები არ უნდა გაგითხელდეთ.
- ხაჭოს დაამატეთ შაქრის ფხვნილი, სახამებელი, ვანილის შაქარი, კვერცხის გული და დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
- შეგიძლიათ დაამატოთ ქიშმიში. უგემრიელესია ნიგვზით.
- ვაშლები დააწყვეთ საცხობ ფორმაზე (შეგიძლიათ წაუსვათ ფორმას კარაქი).
- ღუმელი გააცხელეთ 190 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30 წუთი.
უგემრიელესი დესერტი მიირთვით თბილი. შეგიძლიათ დაფაროთ შაქრის ფხვნილით.
ვაშლი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ კომშით. გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!