ამ ფაქტის გამო თქვენს თვალებს აღარასდროს დაუჯერებთ

თქვენი პერიფერული ხედვა ავსებს თქვენი საერთო ხედვის ნაწილს, რაც დაახლოებით 190 გრადუსს შეადგენს. თუმცა, მის მიერ შედგენილი სურათი შორააა იდეალურობისგან და ზოგჯერ ისეთი რამის დანახვასაც იწვევს, რაც რეალურად არ არსებობს. ამის დასამტკიცებლად ჩვენ საინტერესო ხერხს წარმოგიდგენთ:

დააკვირდით ფოტოს ცენტრში არსებულ წერტილს. ამის წყალობით შეამჩნევთ იმას, თუ როგორ გადააქცევს თქვენი პერიფერული ხედვა ადამიანების ორდინალურ სახეებს მონსტრებად.

რაც უფრო დიდი ხნით დააკვირდებით შუა წერტილს, მით უფრო დამახინჯებულ სახეს მიიღებენ ფოტოზე გამოსახული ვარსკვლავები. ეს ე.წ ყვითელი წერტილის დამსახურებაა, რომელიც ჩვენს ბადურაზე მდებარეობს. იგი თვალის ყველაზე მეტ რეცეპტორს მოიცავს და მისი დახმარებით არეს უფრო ნათლად ვხედავთ. ამას ხედვის მთავარ არეს უწოდებენ და ჩვენი მხედველობის მთლიანი არის 10 პროცენტს მოიცავს. იგი გვაჩვენებს იმას, რაზეც ჩვენი თვალებია ფოკუსირებული.

ამ ექსპერიმენტის დროს თქვენი მხედველობის არე ცარიელია და შუაში არსებული წერტილი უბრალოდ შავი არეა. სწორედ ამიტომ ცდილობს ტვინი ინფორმაციის მოხვეჭას მთავარი მხედველობის არის გარეთ არსებული მონაკვეთიდან – ეს ამ შემთხვევაში მარცხნივ და მარჯვნივ არსებულ ფოტოებს მოიცავს. ეს ფოტოები სრულიად სანდო არაა და ამიტომ ტვინი მათ შეერთებას ცდილობს ერთ სურათად. იგი ასევე ფოტოების დამუშავებას ცდილობს ძალიან მოკლე დროში, რადგან სურათები ძალიან სწრაფად იცვლება. სწორედ ამიტომ სუსტდება სახეების ამოცნობის შესაძლებლობა და ტვინი უბრალოდ აერთებს ერთმანეთთან სახეების სხვადასხვა ასპექტებს ერთი საერთო სურათის მისაღებად. სწორედ ამიტომ ვხედავთ ფოტოებზე მონსტრებს.