
შემოგთავაზებთ თხილის საოცრად გემრიელი დესერტის რეცეპტს, რომლის მოსამზადებლად არ გჭირდებათ ფქვილი. ორი კრემის კომბინაცია და თხელი ნაზი ფენები ტორტს განუმეორებელ არომატს ჰმატებს.
ფენების მოსამზადებლად გჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კვერცხის ცილა 6 ცალი
- შაქარი 250 გრ
- სიმინდის სახამებელი 2 ს. კ.
- თხილი 300 გრ (შეგიძლიათ 100 გრ თხილი, 100 გრ ნიგოზი, 100 გრ მიწის თხილი)
- ლიმონის წვენი 1 ს. კ.
კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- კარაქი 200 გრ
- მოხარშული შესქელებული რძე 1 ქილა
- კაკაო 2 ს. კ.
მოხარშული კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
- რძე 300 მლ
- კვერცხის გული 3 ცალი
- შაქარი 3 ს. კ.
- სიმინდის სახემებელი 1 ს. კ.
- ვანილი
მოსართავად დაგჭირდებათ:
- ნუშის ფანტელები 100 გრ
- შაქარი 100 გრ
- დაჭრილი თხილი, დაახლოებით, მუჭა
მომზადების წესი:
- ამზადებთ ბისკვიტს. დაგჭირდებათ მრგვალი, პატარა საცხობი ფორმა და ჩააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
- კვერცხის გული და ცილა ერთმანეთისგან გამოყავით.
- ცილას დაამატეთ მწიკვი მარილი და კარგად ათქვიფეთ. თანდათან შეათქვიფეთ ლიმონის წვენი და შაქარი.
- გაატარებულ თხილს დაამატეთ სიმინდის სახამებელი და კარგად აურიეთ. შემდეგ შეურიეთ ათქვეფილი ცილა და მიღებული მასა გაყავით ოთხ თანაბარ ნაწილლად.
- ჯერ ერთი, ნაწილი გადაიტანეთ საცხობ ფორმაში. თუ ფორმები გაქვთ, ოთხივე ფენის ერთდროულად გამოცხობა შეგიძლიათ.
- ღუმელი გააცხელეთ 120-130 გარდუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება საათ-ნახევარი.
- ამზადებთ კრემს. კარაქი ათქვიფეთ, დაამატეთ მოხარშული შესქელებული რძე, კაკაო და ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. მზა კრემი 30 წუთით შედეთ მაცივარში.
- მოხარშული კრემის მოსამზადებლად გააცხელეთ რძე. ცალკე თასში ათქვიფეთ 3 ცალი კვერცხის გული და შაქარი. შემდეგ დაამატეთ სახამებელი, ცოტა რძე და აურიეთ ისე, რომ მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მიღებულ მასას თანდათან შეურიეთ ცხელი რძე, დადგით დაბალ ცეცხლზე და ადუღეთ გასქელებამდე. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან და გააგრილეთ.
- მშრალ ტაფაზე მოხალეთ ნუშის ფანტელი. სქელძირიან ქვაბში ჩაყარეთ შაქარი და დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ სანამ კარამელი არ გახდება ქარვისფერი. შემდეგ კარამელი გადმოიტანეთ პერგამენტზე, ოდნავ გაშალეთ, ზემოდან მოაყარეთ დაჭრილი თხილი და დაელოდეთ გაგრილებას.
- დაიწყეთ ტორტის აწყობა. ლანგარზე, რომელზედაც ტორტი უნდა დადოთ, გამომცხვარი ფენების ზომაზე გაანაწილეთ მოხარშული შესქელებული რძით მომზადებული კრემის 3-4 სუფრის კოვზი და ზემოდან დაადეთ პირველი ფენა, გადაუსვით მოხარშული კრემი და ასე ააწყვეთ ოთხივე ფენა. ბოლო ფენა დაფარეთ მოხარშული შესქელებული რძის კრემით. კრემი წაუსვით გვერდებზედაც და მოაყარეთ ნუშის ფანტელი.
- თხილიანი კარამელი დატეხეთ პატარა ნაწილებად და ტორტი თქვენი ფანტაზიით მორთეთ.
მოამზადეთ ეს საოცრება, გემრიელად მიირთვით და ისიამოვნეთ!