ნეირობიოლოგების 12 რჩევა, რომელიც დაბერების პროცესის შენელებაში დაგეხმარებათ

ყველა ჩვენგანს სურს ახალგაზრდობის შენარჩუნება რაც შეიძლება დიდი ხნით. სწორედ ამიტომაა საჭირო დავუჯეროთ პროფესიონალი ნეირობიოლოგების რჩევებს და მათი რეკომენდაციების დახმარებით შევანელოთ დაბერების პროცესი:

12. შეამცირეთ საჭმლის პორციები

ეს ბიოქიმიური მექანიზმების მუშაობას ცვლის და უჯრედების დაბერების პროცესზე დადებითად აისახება.

11. დაუმატეთ მენიუს სოკო

ამერიკელი მეცნიერების დასკვნით თეთრი სოკოს მოყვარული ადამიანები მათ რეალურ ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულ იერს დიდი ხნის განმავლობაში ინარჩუნებენ.

10. შეამცირეთ ტკბილეულის რაოდენობა

ნახშირწყლების დანაკლისის შემთხვევაში ორგანიზმი ქსოვილების უჯრედების დამცავი ქიმიკატების გამოყოფას იწყებს, რის გამოც მიღებული ტკბილეულის რაოდენობის შემცირებით დაბერების პროცესს შეანელებთ.

9. კოორდინაციის ვარჯიშები

ასეთი ვარჯიშები ტვინის შესაძლებლობებს წვრთნის და მათ დაბერებას უშლის ხელს.

8. ატარეთ ველოსიპედი

ველოსიპედის მატარებლები არ კარგავენ კუნთებში არსებულ ძალას. მათ ორგანიზმში ასევე არ იზრდება ქოლესტეროლის დონე. ამის წყალობით ეს აქტივობა დაბერების პროცესს ანელებს.

7. ახალი მეგობრები

ხანგრძლივი მეგობრობა პოზიტიურ გავლენას ახდენს ქრომოსომების სპეციალურ არეზე, რომელიც დაბერების პროცესზეა პასუხისმგებელი. ეს ტვინის დაბერების პროცესს ანელებს.

6. დაიწყეთ ცეკვა

სხვადასხვა ჟანრის ცეკვა და ქორეოგრაფიული რითმები ტვინის მეხსიერების და მახსოვრობის შესაძლებლობებს აუმჯობესებენ. თანაც ფიზიკური აქტივობა ისედაც ანელებს დაბერების პროცესს.

5. ისწავლეთ სტრესის გაკონტროლება

დადებითი ხასიათის შენარჩუნება აძლიერებს სისხლის მიმოქცევას გულის და ტვინის არეში და ასევე იწვევს ჰორმონი კორტიზოლის გამოყოფას, რომელიც დაკავშირებულია ახალგაზრდობის შენარჩუნებასთან.

4. იყავით აქტიური

სოციალურობა, სხვებთან ხშირი კომუნიკაცია და მაგალითად კონცერტებზე სიარული სასიამოვნო ემოციებით გვავსებს, რაც ახალგაზრდობის პერიოდს ახანგრძლივებს.

3. ისწავლეთ რამე ახალი

ასაკის მატებასთან ერთად ინტელექტუალური შესაძლებლობების და ტვინის ჯანსაღი აქტივობის შესანარჩუნებლად ახალი რაღაცეების სწავლა იდეალური არჩევანია. მაგალითად ახალი ენის სწავლით ტვინის დაბერების პროცესს მარტივად შეანელებთ.

2. შეამცირეთ მობილურით ლაპარაკის სიხშირე

მობილურის ხშირი გამოყენება ნაადრევ დაბერებას იწვევს, რადგან მისი ელექტრომაგნიტური რადიაცია სისხლის უჯრედებს აზიანებს და ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ღვიძლის ფერმენტებზე, ენდოკრინულ ჯირკვლებზე, კუნთებზე, გულზე და ჰორმონების ბალანსზე.

1. შეწყვიტეთ კლიშეების გამოყენება

ეცადეთ ყოველთვის მოიფიქროთ ახალი პასუხი ისეთ რუტინულ კითხვებზე, როგორიცაა “როგორ ხარ” და ა.შ ასევე ხშირად გამოიყენეთ საინტერესო ციტატები, საკუთარი ხუმრობები და საინტერესო ისტორიები კომუნიკაციისას. კრეატიული საუბრით გონების სტიმულირებას და მისი დაბერების პროცესის შენელებას მოახერხებთ.