ეს 8 მარტივი რჩევა წონის დაკლებაში დაგეხმარებათ

წელიწადში რამდენჯერ იწყებთ დიეტას და მუშაობს თუ არა ეს? ჩვენ გვჯერა, რომ წონაში კლება სტრესული ან რთული არ უნდა იყოს. თქვენ უბრალოდ გჭირდებათ მარტივი და სასარგებლო ჩვევების ჩამოყალიბება გასახდომად. ყველაზე გამოსადეგი ჩვევების სია ასეთია:

თუ ვარჯიში არ მოგწონთ, 30 წუთი საკმარისია

დანიელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ყოველდღიურად 30 წუთის განმავლობაში ვარჯიში 25 პროცენტით უფრო მეტ წონას დაგაკლებინებთ, ვიდრე მთელი საათის განმავლობაში ვარჯიში.

ჭამეთ ნელა და მშვიდად

სწრაფად ჭამა დანაყრების შეგრძნებას ამცირებს, რაც ზედმეტი რაოდენობის ჭამას იწვევს. სწრაფად ჭამისასა როდესაც თქვენი ტვინი აცნობიერებს, რომ მუცელი საკმარისად სავსეა, მაგ დროს უკვე ზედმეტად ბევრი გაქვთ ნაჭამი.

თავიდან აირიდეთ კომპიუტერის ან ტელევიზორის წინ ჭამა

როდესაც ეკრანის წინ მივირთმევთ საჭმელს, ხშირად არ ვაქცევთ საკმარის ყურადღებას თეფშს და ვერ ვხვდებით, თუ რამხელა რაოდენობის საჭმელს მივირთმევთ. ასევე გემრიელი საჭმელების რეკლამები ჩვენს შიმშილს ზედმეტად აღვივებს.

სახლის ზედმეტად გათბობა

სიცივის შეგრძნებისას ჩვენი კუნთები მუშაობას იწყებენ გასათბობად და ზედმეტ კალორიებს ვწვავთ. ჩვენი ორგანიზმი სითბოს გამომუშავებს მცირე სიგრილეშიც კი, მაშინ როდესაც საერთოდ არ ვკანკალებთ. ამიტომ ზედმეტად გამთბარ სახლში ტემპერატურასთან ადაპტაცია აღარ გვიწევს და სხეული კალორიებს აღარ წვავს.

საჭმელის რეცეპტების კითხვა

თუკი მაღაზიაში ყიდვამდე პროდუქტის ზედაპირზე გამოკრულ შემადგენლობას წაიკითხავთ, უფრო ადვილად შეძლებთ თქვენთვის შედარებით ჯანსაღი საჭმელების ყიდვის ჩვევის ჩამოყალიბებას.

ჭამეთ მეტი თხილეული და იოგურტი

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით იოგურტის და თხილეულის ჭამა უფრო ეფექტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში წონაში კლებისათვის ვიდრე ხილისა და ბოსტნეულის ჭამა.

ცხარე წიწაკების ჭამა

ცხარე წიწაკებისა და სანელებლების ჭამა წონის დაკლებაში გვეხმარება, რადგან ისინი მეტაბოლიზმის მოქმედებას აჩქარებს. თანაც წიწაკის ჭამა შიმშილის გრძნობასაც ამცირებს და უფრო სწრაფად გვაწვევინებს კალორიებს.

დალიეთ საკმარისი წყალი

წყალი თქვენს ორგანიზმს მეტაბოლიზმის პროცესების აჩქარებაში ეხმარება. კლინიკური კვლევების მიხედვით დადგინდა, რომ ყოველი ჭამის წინ 2 ჭიქა წყალის დალევა ადამიანებს წონის დაკლებაში საკმაოდ დიდ დახმარებას უწევს.