7 კოსმეტიკური პროდუქტი, რომელიც დერმატოლოგებმა შავ სიაში შეიყვანეს

სილამაზის პროდუქტების კომპანიები საკუთარ ნაწარმს ხშირად არეკლამებენ როგორც დერმატოლოგების ფავორიტ პროდუქტს. თუმცა, რეალურად აუცილებელია ვიცოდეთ იმ კოსმეტიკური საშუალებების სია, რომელიც დერმატოლოგებს სინამდვილეში საერთოდ არ მიაჩნიათ ჯანსაღ პროდუქტებად:

1. ხელის და ტანის ლოსიონი

დერმატოლოგები მსგავსი პროდუქტების ნაცვლად უფრო სქელი კრემების გამოყენებას არჩევენ, რადგან ისინი უკეთ აღწევენ კანში და უკეთესად ატენიანებენ მას. ასევე კრემები უკეთ იცავენ თქვენს კანს ტენიანობის დაკარგვისგანაც.

2. სახის ნახშირის ნიღაბი

დერმატოლოგების თქმით ასეთი პროდუქტები სახის სტრუქტურის დაზიანებას იწვევენ, რადგან მათში შემავალი ინგრედიენტები ძალიან აგრესიულია და კანიდან თხელ თმას, კანის უჯრედებს და ზეთს გაშორებთ.

3. მზის კრემის სპრეი

მზის კრემის სპრეის გამოყენებას დერმატოლოგები ყოველთვის ერიდებიან და მის ნაცვლად კრემის გამოყენებას არჩევენ. ამის მიზეზი ისაა, რომ მათი თქმით სპრეის სქელი ფენის თანაბრად წასმა შეუძლებელია და თანაც იგი კანამდე მიღწევამდე კარგავს სასარგებლო ელემენტების დიდ ნაწილს.

4. გასარუჯი ზეთი

დერმატოლოგების თქმით ასეთი ზეთები კარგად ვერ გიცავენ ულტრაიისფერი სხივების წინააღმდეგ და ასევე ისინი კანის ფორების ამოვსებას იწვევენ.

5. ჰიდროკორტიზონის კრემი

ეს კრემი ძლიერ სტეროიდულ პროდუქტს წარმოადგენს და მხოლოდ კანის სერიოზული დაავადებების ქონის შემთხვევაში უნდა გამოიყენოთ. სხვა შემთხვევაში იგი კანის გათხელებას, სტეროიდულ აკნეს და მსგავს პრობლემებს გამოიწვევს.

6. ფეხის ნიღბები

დერმატოლოგები არ გვირჩევენ ფეხის დამატენიანებელი ნიღბების გამოყენებას. ამისათვის კრემების გამოყენება სრულიად საკმარისია და თანაც ფეხის ნიღბების გაკეთება ბევრად უფრო მოუხერხებელიცაა.

7. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი სახის მოვლის საუკეთესო საშუალებას არ წარმოადგენს, რადგან იგი აცხიმიანებს კანს, ავსებს ფორებს და ამის შედეგად იწვევს აკნეს და პიგმენტაციას.