თუ ამ 6 პრობლემიდან რომელიმე გაწუხებთ, სასწრაფოდ თქვით უარი შაქარზე

ყველას ძალიან უყვარს ტკბილეული, მაგრამ შაქრის გადაჭარბებული მოხმარება ორგანიზმისთვის ძალიან საზიანოა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მრავალი პრობლემის მიზეზი ხდება.

სტატიაში შემოგთავაზებთ იმ სიმპტომების ჩამონათვალს, რომლებიც მიგანიშნებთ, რომ დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ან შეამციროთ შაქრის მოხმარება.

1. დაღლილობა

თუ დიდი ხნის განმავლობაში თავს სუსტად გრძნობთ, თითქოს ძალა გამოგეცალათ, მიუთითებს, რომ თქვენ ნორმაზე მეტ შაქარს იყენებთ.

2. ხშირი გაციება და გრიპი

შაქრის ჭარბად მოხმარება აქვეითებს იმუნურ სისტემას, რასაც შედეგად მოჰყვება ხშირი ავადმყოფობა, გაციება, გრიპი, მიდრეკილება სხვადსახვა დაავადებებისადმი.

3. ”სიბინდე” გონებაში საკვების მიღების შემდეგ

ეს შაქრის გადაჭარბებული მოხმარების კიდევ ერთი სიმპტომია. შაქრის ჭარბად მოხმარება მყისიერად ზრდის გლუკოზის დონეს, მაგრამ მალე ეფექტი ქრება და ეს იწვევს კოგნიტურ პრობლემებს.

4. ტკბილეულისადმი ლტოლვა

თუ თქვენ ძალიან ხშირად გინდებათ ტკბილი ე. ი. უკვე მასზე დამოკიდებული ხართ. ეს კი ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ  უამრავ პრობლემას იწვევს.

5. წონის მომატება

წონაში მატება შაქრის დამოკიდებულების ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სიმპტომია.

შაქრის ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება გამოიწვიოს მეტი ინსულინის წარმოება. ეს იწვევს ინსულინის წინააღმდეგობას და ასევე დიაბეტის განვითარების რისკს.

6. მუქი წრეები თვალების ქვეშ და კანის პრობლემები

შაქარს შეუძლია კანის მრავალრიცხოვანი პრობლემები გამოიწვიოს. მაგალითად, ეგზემა, აკნე, როზეცა და ა. შ.

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, შეამცირეთ ან შეზღუდეთ შაქრის მოხმარება და თავიდან აიცილეთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.