ფარისებრი ჯირკვალი პატარა მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ორგანოა, რომელიც ზრუნავს ჰორმონების წარმოებაზე და მეტაბოლიზმის პროცესების გამართულად მუშაობაზე. სწორედ ამიტომაა მის სიჯანსაღეზე ზრუნვა, რაშიც ამ სიმპტომების დახმარებით ფარისებრი ჯირკვალის პრობლემის ნაადრევად აღმოჩენა დაგეხმარებათ:
მშრალი და სქელი კანი
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები კალციფიკაციას იწვევს, რაც კანის გამოშრობას და მისი სისქელის ეფექტის გაჩენას იწვევს.
თმის ცვენა
თმის გაზრდის პროცესი მთლიანადაა დამოკიდებული ფარისებრი ჯირკვლის გამართულად მუშაობაზე, რის გამოც მისი პრობლემები თმის ცვენას იწვევს.
მუცლის უჩვეულო აქტივობა
ფარისებრი ჯირკვალი მუცლის აქტივობის დარეგულირებაში დიდ როლს ასრულებს, რის გამოც მისი პრობლემები ხშირად შეკრულობას ან დიარეას იწვევს.
დეპრესია
ფარისებრი ჯირკვლის მიერ ფარისებრი ჰორმონების დიდი ოდენობით წარმოქმნა ტვინის ზედმეტ სტიმულირებას იწვევს, რაც ადამიანებში შფოთვის გამომწვევია. ამ ჰორმონის ზედმეტად ცოტა რაოდენობის წარმოებას კი საპირისპირო ეფექტი აქვს, რაც დეპრესიის და დაღლილობის გაჩენას იწვევს.
არაორდინალური ოფლიანობა
ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმს თერმოსტატის მსგავსად ემსახურება და სხეულის ტემპერატურას არეგულირებს. მისი ჰორმონალური პრობლემები მეტაბოლიზმის აჩქარებას იწვევს, რაც ადამიანებს ზედმეტი სითბოს შეგრძნებას უჩენს და იწვევს ჭარბ ოფლიანობას.
წონის უჩვეულო მომატება/დაკლება
ფარისებრი ჯირკვალი ორგანიზმის მეტაბოლიზმის რეგულირებას ახდენს, რის გამოც მისი ცუდად მუშაობა შეიძლება კალორიების წვის პროცესის გაუარესების მიზეზი გახდეს. ასევე ფარისებრი ჰორმონის ჭარბი რაოდენობით წარმოება წონის ზედმეტად სწრაფად დაკლებას გამოიწვევს.
არარეგულარული პერიოდები
თუ პერიოდის პრობლემებს განიცდით, მაშინ ამის მიზეზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციების დარღვევა შეიძლება იყოს. არასაკმარისი ჰორმონების წარმოების შედეგად პერიოდი უფრო ხშირი, გრძელი და მძიმე შეიძლება იყოს. ჰორმონების მოჭარბებას ასევე საპირისპირო შედეგიც კი შეიძლება ჰქონდეს.
კონცენტრაციის პრობლემები
ნაკლებად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი მეხსიერების დაკარგვის გამომწვევ მიზეზად შეიძლება იქცეს, ზედმეტად აქტიური ფარისებრი ჯირკვალი კი კონცენტრაციის პრობლემებს გამოიწვევს.
კისრის დისკომფორტი და გადიდება
ფარისებრი ჰორმონის ზედმეტად ბევრი ან ცოტა რაოდენობის ქონა ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის გასიებას იწვევს, რაც კისრის ფორმაზე ახდენს გავლენას.
გულისცემის ცვლილებები
ფარისებრი ჰორმონების დანაკლისი გულისცემას ანელებს, მისი სიჭარბე კი გულისცემას ზედმეტად აჩქარებს.