ყველა ადამიანს განსხვავებული სისწრაფის მეტაბოლიზმი აქვს. დროთა განმავლობაში პასიური ცხოვრების წესისა და არასწორი კვების გამო მეტაბოლიზი ნელდება. ნივთიერებათა ცვლა აჩქარებულია ვარჯიშის, სტრესის ან შფოთვის მომენტში, რადგან ამ დროს ორგანიზმი გამოიმუშავებს დიდი რაოდენობით ადრენალინს. ხოლო ძილის დროს ეს პროცესი ნელდება.
მეტაბოლიზმის საშუალებით საკვებ ნივთიერებებს ვაქცევთ ენერგიად, რომელსაც ჩვენი სხეული იყენებს სასიცოცხლო ფუნქციების შესასრულებლად.
მეტაბოლიზმის პროცესის ასწრაფება ერთ-ერთი ძირითადი პირობაა მათთვის, ვინც წონაში დაკლებას ცდილობს. სწრაფი მეტაბოლიზმი წვავს კალორიებს და არ აძლევს ცხიმებს ორგანიზმში დაგროვების საშუალებას.
აუცილებელია, რეგულარულად ვიზრუნოთ ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებაზე, რადგან ის გვაძლევს საშუალებას, მოვიშოროთ ცხიმები, ვაკონტროლოთ წონა და ასევე თავიდან ავიცილოთ გულ-სისხლძარღვთა დარღვევები.
სტატიაში შემოგთავაზებთ უმარტივესი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ნაყენის რეცეპტს, რომლის დახმარებითაც ნებისმიერ ასაკში შეძლებთ მეტაბოლიზმის ასწრაფებას. ნაყენის ძირითადი ინგრედიენტია მწვანე ჩაი.
მწვანე ჩაი უძლიერესი ანტიოქსიდანტია და აქვს გამწმენდი ეფექტი. ამ სასმელს უძველესი დროიდან იყენებდნენ გასახდომად. ის ააქტიურებს საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც ხელს უწყობს წონის დაკარგვას.
მწვანე ჩაის სხვა ინგრედიენტებთან, კერძოდ კაიენის წიწაკასთან, კომბინაციით კიდევ უფრო მეტად აასწრაფებთ ნივთიერებათა ცვლას და შეძლებთ არასასურველი კილოგრამების მოშორებას. გარდა ამისა, გაიწმენდთ ორგანიიზმს მავნე ნივთიერებებისგან.
კაიენის წიწაკა შეიცავს აქტიურ ინგრედიენტს, კაპსაიცინს, რომელიც ხელს უწყობს კალორიების სწრაფად დაწვას. კაიენის წიწაკა კუჭის მჟავის გამომუშავების სტიმულირებით ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის ასწრაფებას.
ნაყენის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კაიენის წიწაკა მწიკვი
- წყალი 200 მლ
- თაფლი გემოვნებით
- მწვანე ჩაი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და მიღების წესები:
ფინჯანში მოათავსეთ მწვანე ჩაი, კაიენის წიწაკა და დაასხით ადუღებული წყალი. ნაყენი დააყოვნეთ 10-15 წუთი. შემდეგ დაამატეთ თაფლი და მოურიეთ. ნაყენი მიიღეთ ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ. რეკომენდებულია დღეში 2-3 ფინჯანის დალევა.
გისურვებთ ჯანმრთელობას!