მეცნიერებმა დაადგინეს 2 პრინციპი, რომელიც წონის დაკლებაში დაგეხმარებათ ზედმეტი მონდომების გარეშე

853

ზაფხულის მოსვლასთან ერთად ყველას სურს საუკეთესო ფორმაში ყოფნა. თუმცა, თუკი ამ მიზნის მისაღწევად მკაცრი დიეტების დაცვა გერთულებათ, მაშინ მეცნიერების მიერ დადგენილი ეს 2 მნიშვნელოვანი პრინციპი სწორედ თქვენთვისაა:

1. შეცვალეთ თქვენი თეფშები

ირგვლივ არსებული ასპექტები ჩვენი ჭამის ჩვევებზე პირდაპირ ახდენს გავლენას. თქვენი ჭურჭლის წონა, ფორმა, ზომა და თეფშის ფერი გავლენას ახდენს იმაზე, თუ რამდენ საჭმელს ჭამთ თქვენ.

ამიტომ პირველ რიგში უნდა გადაყაროთ ზედმეტად დიდი თეფშები და მოიმარაგოთ პატარები. თუ საჭმლის პატარა პორციას დიდ თეფშზე დადებთ, ტვინი გეტყვით რომ ეს საკმარისი არაა და მეტის დამატებაა საჭირო. პატარა თეფშე მოთავსებული პატარა ულუფა უფრო დიდი გამოჩნდება და ამით შიმშილის გრძნობას უფრო მარტივად დაიკმაყოფილებთ. ამით მიღებული კალორიების რაოდენობას 22 პროცენტით შეამცირებთ.

2. აარჩიეთ სწორი ფერი

წონის დასაკლებად საჭმლის ფერის საპირისპირო ვიზუალის მქონე თეფშები უნდა გამოიყენოთ. მაგალითად თუ თეთრი სოუსით მომზადებულ მაკარონს თეთრ თეფშზე განათავსებთ, მაშინ თქვენ უფრო მეტს შეჭამთ რადგან ტვინი ფერების ერთმანეთში არევის გამო პორციის სიდიდეს ვერ შეამჩნევს. წითელ თეფშზეე თეთრი სოუსის განთავსებისას ეს არ მოხდება.

ამაში დაგეხმარებათ მაგიდის ფერის ან მისი გადასაფარებლის ფერის შეცვლა, რადგან ეს ფერების განსხვავებას უფრო თვალშისაცემს გახდის. თუ უფრო მეტის მიღწევა გსურთ, მაშინ აარჩიეთ წითელი თეფშები, რადგან მეცნიერების თქმით ეს ფერი მადას ამცირებს.