შემოგთავაზებთ ქოქოსის შიგთავსით მომზადებული უგემრიელესი ტორტის, ,,ბაუნტის“, რეცეპტს.
ბისკვიტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- კარაქი 250 გრ (ოთახის ტემპერატურის)
- შაქარი 150 გრ
- ფქვილი 200 გრ
- გამფხვიერებელი 1,5 ჩ. კ.
- კვერცხი 4 ცალი
- რძე 4 ს. კ.
- კაკაო 3 ს. კ.
- ვანილი
ქოქოსის შიგთავსის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- რძე 500 მლ
- მანანი 6 ს. კ.
- კარაქი 200 გრ
- შაქარი 1 ჩ. ჭ.
- ქოქოსის ფანტელი 250 გრ
- 1 ქილა შესქელებული რძე
მომზადების წესი:
- დაგჭირდებათ 20-21 სმ დიამეტრის საცხობ ფორმა.
- კარაქს დაამატეთ შაქარი და მიქსერით ათქვიფეთ. სათითაოდ შეათქვიფეთ კვერცხი.
- შემდეგ შეურიეთ რძე, კაკაო, ვანილი, გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი და ცომი მზად არის.
- საცხობ ფორმას წაუსვით კარაქი და მზა ცომი თანაბრად გაანაწილეთ.
- ღუმელი გააცხელეთ 180 გრადუს ტემპერატურაზე. გამოსაცხობად დასჭირდება 30-40 წუთი.
- ბისკვიტი გაყავით ორ ფენად.
ამზადებთ შიგთავსს:
- სქელძირიან ქვაბში ჩაასხით რძე, დაამატეთ შაქარი, კარაქი და მანანი.
- ქვაბი დადგით დაბალ ცეცხლზე და ურევთ განუწყვეტლივ. ადუღეთ გასქელებამდე. გადმოდგით ცეცხლიდან და შეურიეთ ქოქოსის ფანტელი.
- ბისკვიტის ერთ ფენაზე დაიტანეთ მზა შიგთავსი და თანაბრად გაანაწილეთ. შიგთავსს დაადეთ მეორე ფენა და 2 საათით შედეთ მაცივარში.
- ზემოდან გადაუსვით მოხარშული შესქელებული რძე და დაფარეთ გამდნარი შოკოლადით ან მინანქარი.
მოამზადეთ უგემრიელესი ,,ბაუნტი“ და ისიამოვნეთ!