10 ვარჯიში მკერდის და ხელების გასალამაზებლად

936

ფრანგული ტელევიზიის ვარსკვლავმა კამილ ვოლაირმა იდეალური ვარჯიშების მეთოდი შეიმუშავა, რომლის დახმარებითაც თქვენ გაიუმჯობესებთ მკერდის და ხელების ფორმებს:

10. ვარსკვლავების დამჭერი

  • დადექით სწორად და გადახარეთ თავი წინ
  • რიგრიგობით გაწელეთ ხელები და შეკარით მუშტი ისე, თითქოს ვარსკვლავს იჭერთ

9. სპილო

გაშალეთ ფეხები მხრების სიგანეზე და გადახარეთ მკერდი წინ. ზურგის პოზიცია უნდა იყოს იატაკის პარალელური. მოადუნეთ და ჩამოუშვით ხელები, სემდეგ კი დაიწყეთ მათი ქნევა მარჯვნივ და მარცხნივ, პარალელურად იარეთ უკანა მიმართულებით. თავი უნდა ააყოლოთ ხელების მოძრაობას.

8. კობრა

  • დაწექით მუცელზე
  • დაიდეთ ხელები თავზე
  • აწიეთ ტანის ზედა ნაწილი და თავი იატაკიდან
  • არ მოიშოროთ იდაყვები გვერდებიდან თავის აწევისას. შეატყუპეთ ფეხები

7. ჩოგბურთის ბურთი

  • დადექით სწორად და დადგით ფეხები თეძოების სიგანეზე
  • დაიჭირეთ ხელისგულებს შორის ჩოგბურთის ბუთი და მოუჭირეთ მას, შემდეგ დამშვიდდით.იდაყვები უნდა იყოს სწორ პოზიციაში გაწეული გვერდებზე

6. წიგნი

  • დადექით გამართულად და გაწელეთ ხელები, ხელისგულებით მაღლა
  • დაიდეთ ორივე ხელისგულზე წიგნი ან გირი
  • გაწიეთ ხელები გვერდებზე და შემდეგ დააბრუნეთ შუაში თქვენს წინ

5. მაკრატელი

  • დადექით გამართულად და მოადუნეთ მხრები
  • გაშალეთ ხელები გვერდებზე, ხელისგულებით დაბლა
  • გამოწიეთ ხელები წინ ერთმანეთის გადასაკვეთათ. შეანაცვლეთ მათი სიმაღლე ყოველი გადაკვეთისას

4. ალბატროსი

  • დადგით ფეხები თეძოების სიგანეზე
  • გაწელეთ ხელები იატაკის პარალელურად, ხელისგულებით მაღლა
  • გადაწიეთ თავი რაც შეიძლება უკან და დაუბრუნდით საწყის პოზიციას

3. ბალიში

  • დადექით სწორად და შეატყუპეთ ფეხები
  • აიღეთ ბალიში და მიაწექით ხელებს ერთმანეთისკენ, გაჭყლიტეთ ასე ბალიში და მოდუნდით.

2. აკვანი

  • გადაიჯვარედინეთ ხელები მკერდზე და დაიდეთ ხელისგულები იდაყვებზე
  • ეცადეთ აწიოთ მკლავები ასეთ პოციაში და შექმენით მათთვის წინააღმდეგობა იდაყვებზე
  • ხელისგულების დაჭერით

1. ყბის ვარჯიში

  • მოხარეთ ხელები თქვენ წინ და დაიჭირეთ იდაყვები მხრების სიმაღლეზე
  • დაადეთ ხელები ერთმანეთს მეორე ყბის შესაქმნელად
  • დააწექით ხელებს ყბით დაბლა, ხოლო ხელებით აწიეთ ყბა მაღლა წინააღმდეგობის შესაქმნელად