5 ნატურალური გზა იდაყვებზე და სხეულის სხვა მონაკვეთებზე გაჩენილი ლაქების გასაღიავებლად

შემოგთავაზებთ ეფექტური საშუალებების რეცეპტებს, რომელთა დახმარებით შეძლებთ იდაყვებისა და მუხლების კანზე მუქი ლაქების გაღიავებას.

1. ქოქოსის ზეთი

ქოქოსის ზეთი აღიავებს მუქ ლაქებს. ეს მკვებავი ნივთიერება აღადგენს კანს და უნარჩუნებს ტენიანობას. ამიტომ აბაზანის მიღების შემდეგ, ცოტა ზეთი დაიტანეთ იდაყვებზე, მუხლებზე და წრიული მოძრაობებით კარგად შეიზილეთ.

2. ლიმონის წვენი

ლიმონი ერთ-ერთი ბუნებრივი მათეთრებელია. C ვიტამინის მაღალ შემცველობას შეუძლია როგორც კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლა, ისე ახლი უჯრედების ზრდის სტიმულირება. ლიმონის წვენი დაიტანეთ ლაქებზე და შეიზილეთ წრიული მოძრაობებით. პროცედურა ჩაიტარეთ საღამოს.

3. საკვები სოდა

სოდა ბუნებრივი მათეთრებელი და სკრაბია. თანაბარი რაოდენობით აიღეთ სოდა და კეფირი. მომზადებული პასტისებური მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იდაყვებზე,  მუხლებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი და ჩამოიბანეთ  თბილი წყლით.

4. რძე

რძე შეიცავს რძემჟავას, ნივთიერებას, რომელიც ხელს უწყობს კანის გაღიავებას. თუ ყოველდღიურად გამოიყენებთ რძეს  მუხლებსა და იდაყვებზე არსებულ ლაქებს გაიღიავებთ. თანაბარი რაოდენობით აიღეთ რძე და სოდა, აურიეთ და მიღებული მასა წრიული მოძრაობებით შეიზილეთ გამუქებულ ადგილებზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 30-40 წუთი და შემდეგ ჩამოიბანეთ.

5. კურკუმა

კურკუმა კანის პიგმენტაციის საწინააღმდეგოდ საუკეთესო საშუალებაა. თანაბარი რაოდენობით აიღეთ კურკუმა და ლიმონის წვენი ან ქოქოსის ზეთი, ან ზეითუნის ზეთი. მომზადებული მასა წრიული მოძრაობებით წაისვით კანზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 20-30 წუთი. შემდეგ კარგად დაიბანეთ.

გამოიჩინეთ მოთმინება, მოცემული საშუალებებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ან ჩაანაცვლეთ ხოლმე, გამოიყენეთ რეგულარულად და აუცილებლად მიიღებთ სასურველ შედეგს.