ზოდიაქოს ამ ნიშნებისათვის ზიანის მიყენება პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ მათთან უთანხმოება მოგივათ, სჯობს, უკან დაიხიოთ…
ვერძი
ვერძი-ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ნიშანია. ამ ნიშნის წარმომადგენლები სავსენი არიან ენერგიითა და სიცოცხლის უნარიანობით. მათ არაფრის ეშინიათ და მზად არიან ახალი გამოწვევებისთვის, აქვთ ლიდერობის უნარი და ყოველთვის თავდაჯერებულნი არიან. მეამბოხე და იმპულსურ ვერძებს ბევრი მტერი ჰყავთ. მათ არ ეშინიათ საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირებისა. ისინი ძალიან ჯიუტები არიან და შეუძლებელია მათი გადარწმუნება.
ვერძების სიძლიერის ნიშანი: ლიდერობა, ენერგია და სიმამაცე.
მორიელი
მორიელებს ძალიან ძლიერი ხასიათი აქვთ.ზოდიაქოს სხვა ნიშნებიდან ისინი გამოირჩევიან სიჯიუტითა და ემოციურობით. ისინი არასოდეს ნებდებიან და მგზნებარე ბუნების წყალობით შეუჩერებლად მიისწრაფიან მიზნისაკენ.
მორიელის ნიშნის ქვეშ დაბადებული ადამიანები ძალიან კრიტიკულები და ამპარტავნები არიან, ამიტომ რთულია მათთან ყოველდღიური კონტაქტი. მორიელის მძიმე ხასიათი ვლინდება სასიყვარულო ურთიერთობებშიც. ისინი ვნებიანი და ერთგული პარტნიორები არიან.
მორიელის სიძლიერის ნიშანებია: მიზანდასახულობა, ვალდებულებები, დაჟინება და უნარი მიაღწიოს მიზანს.
კირჩხიბი
განწყობის უეცარი ცვალებადობის მიუხედავად კირჩხიბი ზოდიაქოს ძლიერი და მუდმივი ნიშანია. საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული კირჩიბი ამბიციურია როგორც სამსახურში, ასევე პირად ცხოვრებაში. ისინი მეტად მომთხოვნები არიან მეგობრებთან და პარტნიორთან ურთიერთობისას. ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულნი ამბობენ იმას, რასაც ფიქრობენ და არც კი უფიქრდებიან, რომ შეიძლება ვინმე დააზარალონ.
კირჩხიბის სიძლიერის ნიშნებია: თავდაჯერებულობა, რომელიც ეხმარება მათ მიზნის მიღწევაში და ასევე ის პერფექციონიზმი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს შექმნან საოცრებანი.
ლომი
ლომი- ზოდიაქოს ამ ნიშნის ქვეშ დბადებული ადამიანების დაუოკებელი სურვილი ლიდერობა და ხელმძღვანელობაა. ლომს არ ეშინია წინააღმდეგობების და ძალიან უყვარს გეგმისა და სტრატეგიის შემუშავება, რომლის საშუალებითაც სხვებზე ადრე აღწევს მიზანს. ისინი ამაყობენ სიძლიერითა და სიჯიუტით.
ლომის სიძლიერის ნიშნებია: ქარიზმა, ლიდერობა და წარმატების მიღწევის გადაწყვეტილება.
ზოდიაქოს რომელ ნიშანს მიეკუთვნებით თქვენ? რამდენად დაემთხვა თქვენი ხასიათისა და პიროვნების ასეთი დახასიათება რეალობას?