სტატიაში შემოგთავაზებთ თმის ცვენის საწინააღმდეგო ბუნებრივ საშუალებებს, რომელთა რეგულარული გამოყენებით ადვილად შეიჩერებთ თმის ცვენას, გაიძლიერებთ თმის ძირებს, ხელს შეუწყობთ ზრდას, მიანიჭებთ მოცულობას.
1. როზმარინი თმის ზრდის სტიმულირებისთვის
როზმარინი თავის კანზე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, საგრძნობლად ამცირებს თმის ცვენას.
როზმარინის თბილი ნახარში შეიზილეთ თმის ძირებზე, შემოიხვიეთ პოლიეთილენის ცელოფანი და დაითბუნეთ პირსახოცით, სამოქმედოდ დაიტოვეთ 15-20 წუთი. შემდეგ ჩამოიბანეთ წყლისა და ცოტაოდენი ძმრის ნარევით.
2. ქინაქინის ხის ფესვები დერმატიტის წინააღმეგ
ქინაქინის ხის ფესვები გამოიყენება მალარიის, დერმატიტის სამკურნალოდ, აძლიერებს ფოლიკულებს და აჩერებს თმის ცვენას.
რეგულარულად გამოიყენეთ ქინაქინის ხის ფესვების ნახარში. იგი კვებავს თავის კანს და აჩერებს თმის ცვენას.
3. დედოფლის ყვავილი-ნასტურცია
ანტიბიოტიკური, მასტიმულირებელი და ასევე აღმდგენი თვისებებით გაჯერებული მშვენიერი ნასტურციას ყვავილები და ფოთლები აქტიურად გამოიყენება როგორც თმის მოვლის საშუალება.
მაქსიმალური ეფექტის მისაღებად ნასტურციას, ჭინჭრისა და როზმარინის ნახარშით ყოველდღიურად გაიკეთეთ მასაჟი თავის კანზე.
4. საპნის ხე-საპინდუსი
საპნის ხის თესლის გამოყენება ხელს შეუწყობს ცხიმის რაოდენობის შემცირებას. ხშირ შემთხვევაში, თმის ცვენის შემცირების მთავარი ფაქტორი ცხიმოვანი ჯირკვლების სეკრეციის შემცირებაა. საპნის ხის კაკლები შეიცავს საპონინებს, რომლებიც ამაგრებს თმის ძირებს, აჯანსაღებს თმას და შესანიშნავი ვარიანტია ნაადრევი სიმელოტის თავიდან ასაცილებლად.
თმა ჩვენი გარეგნობისა და თვითშეფასების ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია. გამოიყენეთ შემოთავაზებული მცენარეული საშუალებები და, რაც შეიძლება დიდი ხნით შეინარჩუნეთ ჯანსაღი და ძლიერი თმა.