ყველა ქალის ნატვრაა, რომ თავი მოიწონოს კარგად გარეცხილი, გაფითქინებული თეთრეულით, რისთვის საკმაოდ ხშირად ვიყენებთ ძვირადღირებულ ქიმიურ ნივთიერებებს.
შემოგთავაზებთ რამდენიმე უსაფრთხო, მარტივ და იაფ საშუალებას, რათა მიიღოთ დაუჯერებელი ეფექტი: ამ საშუაების გამოყენების შემდეგ ყველაზე რთული ლაქაც უკვალოდ გაქრება, თეთრი ქსოვილი კი სისუფთავისგან იბრწყინებს!
მათეთრებლის მომზადებაც უმარტივესია და ინგრედიენტებიც ყველასათვის ხელმისაწვდომი.
როგორ დავუბრუნოთ იდეალური სიქათქათე თეთრეულს?
გსურთ, რომ სამზარეულოს ტილოებს ყველა ლაქა მოაშოროთ? ამისათვის აიღეთ 2 ს. კ. მდოგვი, გახსენით 1 ლიტრ ადუღებულ წყალში, დაასხით ტილოებს და გააჩერეთ მთელი ღამე, შემდეგ კი ჩვეულებრივად გარეცხეთ.
თეთრი სამოსი ხშირი რეცხვისგან ყვითლდება. თუ გსურთ, რომ მათ სითეთრე დაუბრუნოთ გარეცხვისას ფხვნილს დაუმატეთ ცოტა ამიაკის სპირტი.
აბრეშუმისა და შალის ნივთები ჩაალბეთ შემდეგ ნარევში: 10 ლიტრ წყალს დაამატეთ 50 გრ სარეცხის ფხვნილი, 6 ს. კ. მარილი, 1 ს. კ ამიაკის სპირტი და ამდენივე 3% ამიაკის ხსნარი. სამოსი ნარევში 5 საათი გააჩერეთ და შემდეგ გარეცხეთ დელიკატური რეცხვის რეჟიმზე.
წინდები ჩაალბეთ თბილ წყალში და დაამატეთ 2 ს. კ. ბოროს მჟავა. ეს შესანიშნავი პრევენციაა სოკოვანი დაავადებების საწინააღმდეგოდ. ასე შეგიძლიათ გაათეთროთ მაისურებიც, შემდეგ კი ჩვეულებრივ გარეცხეთ.
აუცილებლად ჩაინიშნეთ ეს ინფორმაცია და გაუზიარეთ სტატია მეგობრებსაც – ისინი მადლიერები დარჩებიან!