ნაზი და მსუბუქი კრემი, რომლის მოსამზადებლად 5 წუთი მჭირდება. უხდება ყველა დესერტს

შემოგთავაზებთ ნაზი, მსუბუქი, ვანილის არომატით გაჯერებული ხუთწუთიანი კრემის რეცეპტს, რომელიც ნებისმიერი დესერტის მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ.

კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:  

  • კარაქი 250 გრ (ოთახის ტემპერატურის)
  • შაქარი 200 გრ
  • რძე 100 მლ
  • ვანილი

მომზადების წესი:

  1. რძე აადუღეთ და გააგრილეთ ოთახის ტეპერატურაზე, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები, აურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ. სასურველია, გამოიყენოთ მიქსერის ყველაზე დაბალი სიჩქარე.
  2. 5 წუთის შემდეგ მასა გასქელდება და ნაზი და ჰაეროვანი კრემიც მზად არის. შეიძლება 5 წუთზე ცოტა მეტი დრო დასჭიდეს, მაგრამ არ ინერვიულოთ, სასურველ შედეგს მალე მიიღებთ.
  3. კრემის მოსამზადებლად არ გამოიყენოთ ბლენდერი ან კომბაინი. თუ მიქსერი არ გაქვთ, ჯობს ათქვიფოთ ხელის სათქვეფით.

წარმოიდგინეთ როგორ გააგემრიელებს ფაფუკი და ჰაეროვანი კრემი თქვენს ნახელავს, ამიტომ ცადეთ, მომზადეთ და გემრიელად მიირთვით!