როგორ გავასუფთავოთ სააბაზანო ჟანგისა და ნადებისაგან სწრაფად და მარტივად

1176

მაღალი ტენიანობის გამო სააბაზანოში ხშირად ჩნდება ჟანგი, რომელსაც დაუღალავად ებრძვით და შეიძლება ითქვას, რომ ოჯხის ბიუჟეტის ნახევარსაც კი ახარჯავთ. გირჩევთ, რომ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალოთ ამ სასტიკი წითელი ლაქების წინააღმდეგ.

თითმის ყველა ოჯახში ვხვდებით მეტალის თაროებს, რომლებიც წყალთან შეხების გამო ხშირად იჟანგება. რაც უფრო ძველია ჟანგი, მით უფრო რთულია მისი მეტალიდან ამოღება.

შემოგთავაზებთ ყველაზე იაფ და მარტივ გაწმენდის მეთოდს. ამის შემდეგ ეს პრობლემა დიდხანს აღარ შეგაწუხებთ!

მიჰყევით მარტივ ინსტრქუციას: 

  1. თაროები ჩამოიღეთ კედლიდან და გარეცხეთ.
  2. თასში ჩაასხთ ცხელი წყალი და ყოველ 100 მგ წყალზე დაამატეთ 70-80 გრ ლიმონმავა, შეგიძლიათ მეტიც მისცეთ.
  3. კარგად აურიეთ, რათა კრისტალები გაიხსნას წყალში. მეტალის თაროები მიღებულ ნარევში ჩააწყვეთ და დატოვეთ ნახევარი საათით. დროთა განმავლობაში ჟანგის უმეტესი ნაწილი თავისით მოშორდება, შემდეგ თაროები გადააბრუნეთ და ნარევში მშრალი მხრით ჩადეთ. ნახევარი საათის შემდეგ კი სოდასა და ვაშლის ძმრით გაჟღენთილი კბილის ჯაგრისით გაწმინდეთ.

გირჩევთ, რომ მსგავსი პროცედურა თვეში ერთხელ გაიმეოროთ და ჟანგი აღარ შეგაწუხებთ. ასევე კარგი იქნება თუ ვენტილაციას ყურადღებას მიაქცევთ.

მავნე წითელი ლაქების წინააღმდეგ ბრძოლა ხალხური მეთოდებით უფრო ეფექტურია, ვიდრე ძვირიანი ქიმიური საშუალებებით.