თუ თქვენ ფიქრობთ, რომ აკნეს თავიდან ასაცილებლად, თმის ცვენის ან ქერტლის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭიროა დიდი თანხის დახარჯვა სხვადასხვა სამკურნალო და კოსმეტიკურ საშუალებებზე, ცდებით. უმჯობესი იქნება, თუ ჩვენი ბებიების ნაცად საშუალებას, კუპრის საპონს, გამოიყენებთ.
ეს ჯადოსნური ბუნებრივი საპონი არ შეიცავს კონსერვანტებს, საღებავებს, სუნამოს არომატებს. ის ცნობილია სამკურნალო თვისებებით და მიღებულია არყის ხის ქერქიდან.
არყის ხის ქერქი მშრალი დისტალაციის პროდუქტია. ეს არის სქელი, ცხიმიანი სითხე, რომელსაც აქვს წებოვანი თვისებები. მას აქვს სპეციფიკური სუნი და ამიტომაც საპონსაც ასეთივე სუნი აქვს. საპონი შავი ხან მოლურჯო, ხან მომწვანო ფერისაა.
კუპრის საპნის სამკურნალო თვისებები
1. სახის კანისთვის
სახის კანისთვის კუპრის საპონი ძალიან ეფექტური საშუალებაა. თუ თქვენ უკვე დაიღალეთ ანთების წინააღმდეგ ბრძოლით და ვერ იშორებთ მუწუკებს, გირჩევთ, თამამად გამოიყენოთ დიდი ხნის ნაცადი სამკურნალო საშუალება, რომელიც არ იწვევს ალერგიულ რეაქციას.
2. ქერტლის საწინააღმდეგოდ
კუპრის საპნის უნიკალური სამკურნალო თვისებები გაგათავისუფლებთ ქერტლისგან, შეაჩერებს თმის ცვენას. ამისათვის საჭიროა სველი თმის ძირებზე და მთელ სიგრძეზე კარგად წაისვით საპონი. რამდენიმე წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ, წაისვით ბალზამი ან მკვებავი ნიღაბი. რეგულარულად გამოიყენეთ ორი კვირის განმავლობაში და ქერტლი გაქრება.
3. კანის დაავადებები
კუპრის საპონი ეფექტურია კანის დავადებების წინააღმდეგ. ის გაგათავისუფლებთ დერმატიტის, ეგზემას, ფსორიაზის, სობორეას და სხვა დაავადებებისგან, აღადგენს კანს და ხელს უწყობს უჯრედის რეგენაციას. ის აგრეთვე ხელს უწყობს კანის სისხლის მიმოქცევას.
4. ინტიმური ჰიგიენა
ინტიმური ჰიგიენისათვის თუ გამოიყენებთ კუპრის საპონს, ის დაგიცავთ სხვადასხვა ინფექციებისგან, ვირუსებისგან და სოკოსგან.
5. ჭარბოფლიანობის დამარცხება
საპონი შეიცავს კუპრის 10% , ხოლო დანარჩენი 90% ჩვეულებრივი საპონია. მის შემადგენლობაში შედის ტუტე და ფენოლი, რომელიც კლავს ბაქტერიებს, ვირუსებს, სოკოებს, ამიტომ ის უებარი საშუალებაა ჭრილობების დასამუშავებლად, მუწუკებისა და კანის სხვა დაზიანებების სამკურნალოდ, ასევე ებრძვის ანთებით პროცესებს.
6. პარაზიტების წინააღმდეგ ბრძოლა
კუპრის საპონი დაგეხმარებათ ოფლის წინააღმდეგ ბრძოლში. ზაფხულის ცხელ დღეებში გამოიყენეთ კუპრის საპონი და დაემშვიდობეთ არასასიამოვნო სუნსა და ოფლიანობას.
7. ჭრილობების დასამუშავებლად
ჯადოსნური ბუნებრივი საშუალება ეფექტურია პარაზიტებთან საბრძოლველად. რა თქმა უნდა ამ გზით მათ მოშორებას დიდი დრო დასჭირდება. საპონი სრულიად ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა და მას გვერდითი მოვლენები არ აქვს. ამიტომ კუპრის საპნონი ბავშვების სამკურნალოდაც გამოიყენება.
8. ფრჩხილის სოკოს წინააღმდეგ
შეგაწუხათ ფეხის სოკომ, ამიტომ გირჩევთ, რომ ხშირად დაიბანოთ ფეხები კუპრის საპნით. დაზიანებულ ადგილზე შეიზილეთ საპონი და დაიტოვეთ 5-15 წუთის განმავლობაში.
შეიძლება ითქვას, რომ კუპრის საპონს ერთი უარყოფითი თვისებაც აქვს. ეს მისთვის დამახასათებელი არასასიამოვნო სუნია, რომელიც თავისთ ქრება ნელ-ნელა. ხოლო თმიდან სუნის გაქრობა ძალიან ძნელია. კუპრის საპნის გამოყენების შმდეგ თმა რომ დაგირბილდეთ, ჩამოიბანეთ ძმრით გაზავებული წყლით ან ნებისმიერი კონდენციონერით.
გირჩევთ, გამოიყენოთ კუპრის საპონი, როგორც სამკურნალო საშუალება და სუნს ყურადღება არ მიაქციოთ.
გაითვალისწინეთ, რომ კუპრის საპონი შეიძლება გამოიყენოთ გარეგნულად და მას არ შეუძლია პრობლემის სრულად აღმოფხვრა. ამიტომ კონსულტაციისთვის აუცილებლად მიმართეთ ექიმს, რათა გაარკვიოთ დაავადების გამომწვევი მიზეზები და დაიწყეთ მედიკამენტოზური მკურნალობა.
რა თქმა უნდა ჩვენს დროში უამრავი სხვადასხვა საშუალებებია: შამპუნები, ბალზამები, კრემები. მაგრამ ბევრმა თქვენგანმა უკვე საკუთარ თავზე გამოცადა ბუნებრივი საშუალებების ეფექტურობა. არყის ქერქის კუპრის საპონი პოპულარულია თავისი ეფექტურობით, ბუნებრიობითა და ხელმისაწვდომობით.
ოდითგანვე ამ ბუნებრივ საშუალებას იყენებენ კოსმეტიკური, ჰიგიენური და ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით.
სცადეთ კიდევ ერთი ბუნებრივი საშუალება და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.