შემოგთავაზებთ ნაოჭებისა და ასაკობრივი ლაქების საწინააღმდეგო ხელნაკეთი ნიღბების რეცეპტებს, რომლებიც ქალბატონების არა ერთ თაობას გამოუყენებია. ნიღბები ბევრად უფრო ეფექტურად მოქმედებს, ვიდრე კანის მოვლის კომერციული საშუალებები.
შემოგთავაზებთ კვერცხის ბაზაზე მომზადებული ნიღბების რეცეპტებს. კვერცხი მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, რომლებიც საუკეთესოა ნაოჭების, ლაქების, აკნესა და ნაწიბურების მოსაშორებლად.
პირველი ნიღაბი
მოცემული ნიღაბის საშუალებით შეძლებთ მოშვებული ქუთუთოების, ნაოჭების, შეშუპებისა და თვალების ირგვლივ მუქი წრეებისგან გათავისუფლებას.
თვალების ირგვლივ წინასწარ გაწმენდილ კანზე ბამბის ფირფიტით წაისვით ოდნავ ათქვეფილი კვერცხის ცილა. დაელოდეთ ნიღაბის გაშრობას და ჩამოიბანეთ ცივი წყლით. ნიღაბი გაიკეთეთ კვირაში ერთხელ.
მეორე ნიღაბი
ნაოჭების გასასწორებლად და კანის იდეალური ტონის მისაღებად საუკეთესო ვარიანტია კვერცხის ცილის ბაზაზე მომზადებული ნიღაბი.
კვერცხის ცილა ათქვიფეთ და ქაფის მსგავს მასას დაამატეთ ჩაის კოვზი ფქვილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ შვრიის, სელის, ხორბლის, ბრინჯის, ბარდის ფქვილი. მოცემული ნიღაბის მოსამზადებლად ფქვილი შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ სიმინდის ან კარტოფილის სახამებლით.
მომზადებული მასა წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე და დაიტოვეთ გაშრობამდე. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ. ნიღაბი გამოიყენეთ კვირაში ერთხელ.
მესამე ნიღაბი
თუ გსურთ, თვალების ირგვლივ მუქი წრეებისა და ტომრების მოშორება საუკეთესო გადაწყვეტილებაა ნიღაბი, რომლის რეცეპტსაც შემოგთავაზებთ.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- 1 ჩ. კ. ნატურალური თაფლი
- ნახევარი ჩ. კ. ქოქოსის ან ნუშის ზეთი
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე, თვალებზე, კისერზე და მკერდის ზონაზე. სამოქმედოდ დაიტოვეთ 25-30 წუთი. ნარჩენები თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
მეოთხე ნიღაბი
შემოგთავაზებთ სუპერ ეფექტური ნიღაბის რეცეპტს, რომლის საშუალებითაც შეძლებთ პიგმენტური ლაქების გაღიავებას.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის გული
- ზეითუნის ზეთი 1 ჩ. კ.
- ლიმონის წვენი ნახევარი ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები აურიეთ და მომზადებული მასა შეიზილეთ სახის კანზე, კისერზე, მკერდის ზონაზე, ხელებზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი.
ნარჩენები ჩამოიბანეთ თბილი წყლით და წაისვით ცოტა ქოქოსის ზეთი.
მეხუთე ნიღაბი
ნიღაბი კვებავს, აღიავებს კანს და ასწორებს ნაოჭებს.
მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 1 ცალი კვერცხის ცილა
- გახეხილი ვაშლი ან კარტოფილი 1 ჩ. კ.
მომზადებისა და გამოყენების წესები:
მოცემული ინგრედიენტები კარგად აურიეთ. ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახის კანზე და სამოქმედოდ დაიტოვეთ 20 წუთი. ნარჩენები ცივი წყლით ჩამოიბანეთ. დატენიანებულ კანზე წაისვით ნუშის ზეთი.
აუცილებლად გამოიყენეთ ბუნებრივი ინგრედიენტებით მომზადებული, ბიუჯეტური, უსაფრთხო ნიღბები და უმარტივესი გზით მოიგვარეთ კანის პრობლემები.