ტვინი ადამიანის ორგანიზმის ნერვული სისტემის ძირითადი ნაწილია, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ორგანიზმის შიდა გარემოს მოწესრიგებულ ფუნქციონირებას, ასევე გარე სამყაროსთან ურთიერთქმედებას.
სასიცოცხლო მნიშვნელობის ორგანოზე მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა ვიზრუნოთ.
ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ ჯანსაღი კვება და ნატურალური საკვები მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ორგანიზმის გამართული ფუნქციონირებისთვის. გამონაკლისი არც ტვინია. აუცილებლად დაამატეთ თქვენი კვების რაციონს ცხიმიანი თევზი, თესლეული, თხილეული, კვერცხი და სხვა სასარგებლო პროდუქტები.
პერიოდულად უნდა მივიღოთ ბუნებრივი ინგრედიენტების ბაზაზე მომზადებული სასმელები, სმუზები, რომლებიც ხელს უწყობს ტვინის სწორად ფუნქციონირებას.
შემოგთავაზებთ სასმელის რეცეპტს, რომელიც იცავს ტვინის ნერვულ უჯრედებს_ნეირონებს, დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება და ტვინის სხვა პრობლემები.
სასმელის შემადგენლობაში შედის მოცვი, ნიორი, გოგრის თესლი, სელის თესლი. სამკურნალო ინგრედიენტებით დატვირთულ სასმელს დიდი სარგებლობა მოაქვს ორგანიზმისთვის. მაგალითად: მოცვი ტვინს აწვდის ჟანგბადს და აგარიდებთ ალცჰაიმერის განვითარებას. მოცვის გამოყენება აუმჯობესებს მეხსიერებას.
ნიორი ბუნებრივი ანტიბიოტიკია. იგი იცავს ტვინს და ებრძვის ტოქსინებს.
გოგრის თესლი მდიდარია თუთიით. მოცემული პროდუქტი შეიცავს დიდი რაოდენობით E ვიტამინს, რომელიც აუმჯობესებს მეხსიერებას.
სელის თესლი შეიცავს ომეგა-6 ცხიმოვან მჟავებს, რომელიც ხელს უწყობს ნერვული უჯრედების აღდგენას.
სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- მოცვი 1 ჩ. ჭ.
- ავოკადო 1 ცალი
- ნიორი 1 კბილი
- გოგრის თესლი (გარჩეული) 1 მუჭა
- ცოტა სელის თესლი
- წყალი 1 ჩ. ჭ.
მომზადებისა და მიღების წესები:
- ავოკადო გათალეთ, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და დააბლენდერეთ. მიღებული მასა მიიღეთ მთელი დღის განმავლობაში.
- ტვინის ფუნქციონირების გასაუმჯობესებლად წვენი მიიღეთ კვირაში 1-2-ჯერ.
გისურვებთ ჯანმრთელობას!