გარეცხეთ პირსახოცები ამ საშუალებით და ძნელადმოსაშორებელ ლაქებს დაემშვიდობეთ.
საშუალება №1
აიღეთ დიდი თასი და ჩაყარეთ შემდეგი იგრედიენტები:
- 3 ს. კ. სარეცხი ფხვნილი
- 3 ს. კ. მათეთრებელი
- 3 ს. კ. მცენარეული ზეთი
დაასხით ძალიან ცხელი წყალი (უმჯობესია ადუღებული). მთელი ღამით ჩაალბეთ პირცახოცები და დილით გარეცხეთ სწრაფი რეცხვის რეჟიმზე. ცადეთ და არ ინანებთ.
საშუალება №2
ერთ ვედრო ადუღებულ წყალს, დაამატეთ 2 ს.კ. მზესუმზირის ზეთი, 2 ს. კ. მათეთრებელი და 1 ჭიქამდე სარეცხი ფხვნილი. მომზადებულ ნარევში ჩაალბეთ მშრალი პირსახოცები, დილით ამოიღეთ და გაავლეთ.
წარმოუდგენელია რა ქიმიური რეაქცია მიმდინარეობს, მაგრამ უკვალოდ ქრება ჩაის, ყავის და ცხიმის ლაქები.
საშუალება №3
დაგჭირდებათ:
- კალცირებული სოდა
- სარეცხი საპონი
ინსტრუქცია:
- აადუღეთ ხსნარი ამ ორი ინგრედიენტით (შეგიძლიათ აიღოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობა).
- მომზადებულ ხსნარში ჩაალბეთ ჭურჭლის ტილოები, დილით ამოიღეთ, გაავლეთ და შედეგით ისიამოვნეთ.
საშუალება №4
ნივთების გასათეთრებლად დაგჭირდებათ:
- სახეხზე გახეხილი სარეცხი საპნის მეოთხედი ნაჭერი
- ძალიან ცოატა კალიუმის პერმანგანატი
აადუღეთ 10 ლიტრი წყალი, გადაანაწილლეთ ორ თასში. პირველ თასს ამატებთ გახეხილ სარეცხი საპონს და აურევთ. მეორეს კი -კალიუმის პერმანგანატს, წყალი ოდნავ წითლად რომ შეიფეროს. ორივე თასს აურევთ ერთმანეთში. მიიღებთ ყავისფერ ხსნარს. მომზადებულ ხსნარში თეთრეული გასათეთრებლად ჩაალბეთ. დააყოვნეთ 6-8 საათი და ნახავთ, რომ საოცრება მოხდება