ინსულტი წარმოიქმნება, როცა სისხლი არ ეწოდება ტვინის რომელიღაც ნაწილს. ამ დროს ტვინი ვერ იღებს ჟანგბადს და კვდება. მასთან ერთად კვდება ყველაფერი, რაზედაც ეს ნაწილი იყო პასუხიმგებელი. ეს იქნება მეტყველება, სმენა, მხვედელობა, ხელების და ფეხების მოძრაობა და სხვა.
რატომ შეჩერდა სისხლის მიმოქცევა? მაგალითად, ქოლესტერინის ნამცეცი შეფრინდა კაპილარში, წარმოქმნა საცობი და სისხლმა ტვინისკენ დინება შეწყვიტა. საიდან წარმოიქმნა ქოლესტერინის დანამატი? ის მოწყდა ორგანიზმის სხვა სისხლძარღვიდან.
ყურადღება მიაქციეთ, რომ ქოლესტერინის დაფები თანდათანობით იზრდება და იწყებს ნაწილაკებად დაშლას. თავიდან ისინი კაპილარებს ჭედავენ და სისხლის გარეშე რჩება ტვინის მცირე ნაწილი. მაგრამ მანამდე სხეულის მუშაობა უკვე ირღვევა. ამიტომ საჭიროა მიაქციოთ ყურადღება ამ დროს წარმოქმნილ სიმპტომებს. რა ძირითადი სიმპტომები ვლინდება.
ნიშნები, რომელთაც ორგანიზმი ინსულტამდე ერთი თვით ადრე გვიგზავნის
1. ჰალუცინაციები
ეს შეიძლება იყოს ყველა სახის ჰალუცინაცია: მხედველობითი, სმენითი, ყნოსვითი. თუ თქვენ არ იღებთ ძლიერ მედიკამენტურ პრეპარატებს, რომლებიც გავლენას ახდენს ნერვიულ სისტემაზე, მაშინ ასეთი ჰალუცინაციები არის ნიშანი იმისა, რომ თავის ტვინის უჯრედები კვდება.
2. გვირაბული მხედველობა
გვირაბული მხედველობა ნიშნავს, როცა წინ კარგად ხედავთ, მაგრამ გვერდზე-გიჭირთ. თუ აღმოაჩენთ, რომ ეს პრობლემა ერთბაშად წაროიქმნა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ეს ეხება ნებისმიერ მყისიერ გაუარესებას.
3. თავის ტკივილი
მოულოდნელად დაწყებული თავის ძლიერი ტკივილი, რომლის მსგავსიც არასდოს არ გქონიათ. ნუ შეყოვნდებით და სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.
4. მოძრაობის დარღვევა
დადექით სარკის წინ და ახლობლებს თხოვეთ, დააკვირდნენ თქვენს მოძრაობას. ერთდროულად აწიეთ ორივე ხელი, დაწექით და აწიეთ ორივე ფეხი. თუ მოძრაობაში შეამჩნევთ არასინქრონულობას სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ეს ეხება არასიმეტრიულ ღიმილსაც.
5. მეტყველების დარღვევა
თქვენ ვერ შეამჩნევთ მეტყველლების დარღვევას, მაგრამ თუ სხვა გეტყვით ამის შესახებ, აუცილებლად გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.
6. წნევია მკვეთრი მატება.
სხეულის ასეთი სიგნალი სერიოზულ პათოლოგიაზე მიუთითებს, რომელთაც სასწრაფოდ უნდა ებრძოლოთ და არ დაელოდოთ მდგომარეობის გაუარესებას.
7. კორდინაციის დაკარგვა
ეს სიმპტომი აშკარად მიუთთებს, რომ ტვინს საჭირო რაოდენობის ჟანგბადი არ მიეწოდება, ამიტომ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
მთავარია, დაიმახსოვრეთ, რომ ინსულტის სიმპტომები სიგნალებია, რომელსაც თვითონ ტვინი გვაძლევს. ის კარგავს თავისი ყოველდღიური მუშაობის უნარს. ზემოთ ჩამოთვლილ სიმპტომებს თუ შეამჩნევთ, არ უგულებყოთ, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს და ჩაიტარეთ გამოკვლევები.