
ლამაზი, გლუვი კანი და ნაკლები ნაოჭები ყველა ქალის ოცნებაა და ძვირადღირებული კოსმეტიკური საცხები მხოლოდ ერთეულებისთვის თუ არის ხელმისაწვდომი.
გირჩევთ იაფი, ნატურალური ჩვენი ბებიების მრავალგზის ნაცად მალამოების გამოყენებას. და სულ რაღაც თეთრებად მიიღებთ გასაოცარ შედეგს.
შემოგთავაზებთ ყველა ტიპის კანისთვის, ნატურელურ იგრედიენტებზე დამზადებულ ღამის მალამოს რეცეპტს, რომელიც ამცირებს ნაოჭებს და ათეთრებს კანს.
საჭირო იგრედიენტები:
- ნუში 5 ცალი
- ფისტაშკა 5 ცალი
- ვიტამინი E ერთი კაფსულა
- ნუშის ზეთი 1 ს. კ.
- იოგურტი 1 ს. კ.
- ლიმონის ქერქი 1 ს. კ.
- ლიმონის წვენი 2 ს. კ.
მომზადებისა და მიღების წესი:
- გაარჩიეთ ნუში და ფისტაშკები, დაასხით წყალი და გააჩერეთ 1 ღამის განმავლობაში.
- დილით კანისგან გაასუთავეთ და დააბლენდერეთ.
- გახეხეთ ლიმონის ქერქი.
- შემდეგ გახეხილი ლიმონის ქერქი და სხვა იგრედიენტები შეურიეთ ნუშის მასას.
- თქვენი ღამის მალამო მზადაა და შეინახეთ მჭიდროდთავდახურულ ქილაში.
ყოველ საღამოს გაიწმინდეთ სახე, დაიტანეთ მალამო კანზე, თანაბრად გაანნაწილეთ და 2-3 წუთი გაიკეთეთ მასაჟი. მალამო წაისვით რეგულარულად და რამდენიმე დღეში უკვე შედეგსაც დაინახავთ.