ყველა ქალბატონის ოცნებაა, რომ გლუვი და ლამაზი სახის კანი ჰქონდეს. კანის მოვლის უამრავი საშუალება არსებობს, მაგრამ ყველას არ აქვს შესაძლებლობა, შეიძინოს ძვირადღირებული მალამოები და ჩაიტაროს კოსმეტოლოგიური პროცედურები.
ბევრად უფრო ეფექტური, უსაფრთხო და სასარგებლოა ბუნებრივი ინგრედიენტებით გაჯერებული საშუალებები, რომელთა მომზადება შეგიძლიათ უმარტივესი და იაფი პროდუქტებით. მათ დიდი სარგებლობა მოაქვს კანის ისეთი დეფექტების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ლაქები, აკნე, ნაოჭები, სტრიები, ნაწიბურები.
ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი არის ყავა. ეს არომატული საშუალება ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყავას დიდი სარგებლობა მოაქვს კანისთვის. მასტიმულირებელი მოქმედების წყალობით ყავა აშორებს ტოქსინებსა და ცხიმებს.
იგი შეიცავს ანტიოქსიდანტების ფართო სპექტრს, რომლებიც არბილებს კანს და ანიჭებს მას სიგლუვეს.
ყავა აახალგაზრდავებს კანს, რადგან იგი შეიცავს სტიმულატორებს, რომლებიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს და მარტივად აღწევთ კანის ღრმა წმენდას.
ყავას დაამატეთ ზღვის მარილი, ხილი, ზეითუნის ზეთი და მოამზადეთ საოცრად ეფექტური ხელნაკეთი სკრაბი.
ზეითუნის ზეთი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რომლებიც კანს უნარჩუნებს ელასტიურობას. ზეითუნის ზეთი კანს ატენიანებს, არბილებს, ათანაბრებს ტონს და აფერხებს ნაადრევ დააბარებას.
ლიმონი (აგრეთვე შეგიძლიათ გამოიყენოთ ფორთოხალი, ვაშლი, ატამი, გარგარი კივი) გაჯერებულია შემკვრელი თვისებებით. ლიმონი საუკეთესოა კანზე ჭარბი ცხიმის მოსაშორებლად, რომელიც იწვევს აკნეს. ის ათეთრებს კანს და გაგათავისუფლებთ პიგმენტური ლაქებისგან.
სკრაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:
- 2 ს. კ. დაფქული ყავა
- 2 ს. კ. ზეითუნის ზეთი
- 2 ს. კ. ზღვის მარილი (წმინდა)
- 1 ს. კ. წვენი თქვენთვის სასურველი ხილის
მომზადების წესი:
მინის ჭურჭელში ჩაყარეთ ყავა, დაამატეთ დანარჩენი ინგრედიენტები და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე კარგად აურიეთ.
გამოყენების წესი:
- მზა მასა დაიტანეთ წინასწარ გაწმენდილ კანზე. სკრაბი სახის კანზე, ყელზე, მკერდის ზონაზე შეიზილეთ წრიული მოძრაობებით და სამოქმედოდ დაიტოვეთ 10 წუთი. სკრაბის ნარჩენები თბილი წყლით კარგად ჩამოიბანეთ, საპონი არ გამოიყენოთ. მსუბუქად შეიმშრალეთ და თხელ ფენად წაისვით ქოქოსის ან ნუშის ზეთი.
- მოცემული საშუალება გამოიყენეთ ძილის წინ, განსაკუთრებით თუ ლიმონის წვენით მოამზადებთ. სკრაბი გამოიყენეთ კვირაში 2-ჯერ. მოცემული საშუალება შეესაბამება ნებისმიერი ტიპის კანს.
მოზმადეთ უმარტივესი სკრაბი და მოიშორეთ პიგმენტური ლაქები, აკნე და ნაოჭები, მიანიჭეთ კანს ჯანსაღი იერი და არ მისცეთ ასაკს იმის უფლება, რომ ნაადრევად აისახოს თქვენს კანზე.