ნაოჭები ნაკლებად შესამჩნევი რომ გახდეს და ლაქები ბოლომდე გაქრეს, გამოიყენეთ მრავალჯერ გამოცდილი საშინაო ნიღბები

0
737

სასიამოვნოა, როცა ხედავ უფროსი თაობის წარმომადგენელ თავმოვლილ ქალბატონს, რომლის სახის კანიც, მიუხედავად ასაკისა, ახალგაზრდულად გამოიყურება. გაგიკვირდებათ, მაგრამ 64-ის ნაცვლად 50 წლის ქალბატონს ჰგავს. თუ გაგიმართლათ და საიდუმლო გაგანდოთ, თუ როგორ ინარჩუნებს ახალგაზრდულ იერს, არც დაფიქრდეთ და რეცეპტი ჩაიწერეთ.

საბედნიეროდ, არსებობენ კეთილი ადამიანები, რომლებიც უხვად გასცემენ ღიმილს, სიკეთეს და თავის პტრ-პატარა საიდუმლოსაც გვიმხელენ.

შემოგთავაზებთ საშინაო, იაფი და უმარტივესი ნიღბების რეცეპტს, რომლებიც თქვენს კანს არ მიცემს დაბერების უფლებას.

კარტოფილის სახამებელი – ეს საოცარი პროდუქტი ჭიმავს და აღადგენს თქვენს კანს!

სახამებელი + თაფლი

საჭირო იგრედიენტები:

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • თაფლი 1 ჩ. კ.
  • ცოტა თბილი რძე

მომზადების წესი:

ყველა იგრედიენტი, რძის გარდა, აურიეთ, შემდეგ დაამატეთ ცოტა რძე, ისე რომ მიიღოთ საშუალო სისქის მასა. სახე გაიწმინდეთ და მომზადებული ნიღაბი წაისვით, მოერიდეთ თვალის გარშემო ადგილებს, გაიჩერეთ 30 წუთი და ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

სახამებელი + ვარდკაჭკაჭა

საჭირო იგრედიენტები:

  • სახამებელი 1 ს. კ.
  • ვარდკაჭკაჭა 1 ჩ. კ.
  • მარილი 1 ჩ. კ.
  • ცოტა თბილი რძე

მომზადების წესი:

ყველა იგრედიენტი აურიეთ. მიღებული მასა წაისვით გაწმენდილ სახეზე და 30 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

სახამებელს + კვერცხის ცილა

საჭირო იგრედიენტი:

  • სახამებელი 1 ჩ. კ.
  • ცოტა ანადღებული წყალი
  • 1 ცალი კვერცხის ცილა
  • ლიმონის წვენი 0,5 ჩ. კ

მომზადების წესი:

სახამებელს დაამატეთ ცოტა წყალი და აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, შემდეგ კარგად შეურიეთ ცილა და მომზადებული ნიღაბი წაისვით წინასწარ გაწმენდილ სახეზე.

40 წუთის შემდეგ ნიღაბი თბილ წყალით ჩამოიბანეთ.

გაითვალისწინეთ უფროსი თაობის ქალბატონების რჩევები, ისინი ხომ უკვე მრავალგზის გამოცდილია. მათი რჩევების თანახმად, რაც უფრო ადრე დაიწყებთ ნიღბების გამოყენებას, მით უკეთესია. ნუ დაელოდებით კანის ასაკობრივ ცვლილებებს, დარჩით მუდმივად მომაჯადოებელი, თვალისმომჭრელი და  აღმაფრთოვანებელი ლედი.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here