როგორ ავირიდოთ თავიდან მხედველობის დაქვეითება მარტივი ხალხური რეცეპტით

სტატისტიკა ნამდილად არ არის სახარბიელო-მონაცემების თანახმად, მხედველობის პრობლემა აქვს ყოველ მეშვიდე ადამიანს. დაახლოებით 15 წლის წინ ეს რიცხვი ბევრად  ნაკლები იყო.

თვალის დაავადებათა შორის ყველაზე გავრცელებულია-კატარაქტა, გლაუკომა, რეფრაქცია. ექიმები ამბობენ, რომ თვალის დაავადებები ახალგაზრდავდებიან. თუ ადრე პათოლოგიები, რომლებსაც სიბრმავემდე მივყავართ, ძირითადად 60 წლის შემდეგ ვლინდებოდა, ახლა ბარიერი 40 წლამდე დაეცა.

მხედველობის შენარჩუნება შეგიძლიათ თუ სწორად შეარჩევთ საკვებს და კვების რაციონს გაიმდიდრებთ სასარგებლო ნივთიერებებით. რუსმა ექიმებმა აღმოაჩინეს საშუალება, რომელიც 100%-ით გაგიუმჯობესებთ მხედველობას.

ალოეს ფოთლები ბუნებრივი პროდუქტია, რომელიც დაგეხმარებათ მხედველობის აღდგენაში. სტატიაში შემოგთავაზებთ რეცეპტს, რომლის დახმარებითაც უმარტივესი გზით შეძლებთ სამკურნალო საშუალების მომზადებას.

საჭირო იგრედიენტები:

  • ალოე ვერა 100 გრ
  • გატარებული ნიგოზი 500 გრ
  • ლიმონის წვენი 1 ჩ. ჭ.
  • თაფლი 300 გრ

მომზადებისა და გამოყენების წესები:

  1. ალოეს ვერას რამდენიმე ფოთოლი მოტეხეთ (დაახლოებით იმ რაოდენობის, რომ 100 გრ გელი მიიღოთ) და 10-12 დღით შედეთ მაცივარში. ამით ხელს უწყობთ ბიოგენური სტიმულატორების შექმნას, რომელსაც შეუძლია დაზიანებული ქსოვილის აღდგენის სტიმულირება. უმჯობესია თუ სამკურნალოდ 2-3 წლის მცენარეს გამოიყენებთ.
  2. 10-12 დღის შემდეგ ფოთლები გამოიღეთ მაცივრიდან, გარეცხეთ და 2 ფენა მარლის საშუალებით გამოწურეთ გელი.
  3. გამოწურეთ ლიმონის წვენი, დაამატეთ დაჭრილ ნიგოზს, თაფლს და ალოეს გელს. მოცემული იგრედიენტები კარგად აურიეთ და სამკურნალო საშუალებაც მზად არის.
  4. მომზადებული საშუალების 1 ს. კ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ ჭამამდე 30 წუთით ადრე. ნარევი მიიღეთ მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

სამკურნალო საშუალება სასარგებლოა მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად. მისი წყალობით განიკურნებით სხვადასხვა დაავადებებისგან:

  • რესპირატორული დაავადებები
  • ენდოკრინული დაავადებები
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
  • ტუბერკულიოზი
  • კანის პრობლემები
  • ანთებითი პროცესები
  • თირკმელების დაავადებები
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები
  • ჰორმონალური დისბალანსი

გაითვალისწინეთ მოცემული რჩევები, მოამზადეთ შემოთავაზებული საშუალება და იზრუნეთ თქვენს ჯანმრთელობაზე.